II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
2021 წლის 6 დეკემბერს, თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა „II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია“.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ, როგორც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სულ 42 მონაწილე, მათ შორის აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-თანამშრომლები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.
კონფერენცია მიმდინარეობდა ოთხ სექციად:
სტომატოლოგია, ფარმაცია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია;
სამართალი;
ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი.
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფს კონფერენციის მონაწილეებისათვის თეზისების კრებულისა და სერთიფიკატების დაბეჭვდას.
მსგავსი სიახლეები
პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში
2026 წლის 3 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთა...
ვრცლადგარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!
2018 წლის 07 სექტემბრის 17.00 საათამდე მიმდინარეობს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლად
