საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები
12 მარტს, 20:00 საათზე, ქალთა კვირეულის ფარგლებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება თჰუ-ს აფილირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, ლია ჭიღლაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები.”
მოწვეულ ფსიქოლოგებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად გაიმართება დისკუსია შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:
- ქალთა თანასწორობის გამოწვევები პანდემიის პირობებში;
- გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენცია;
- გენდერული თანასწორობის გაძლიერება საჯარო სამსახურში;
საჯარო ლექცია ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია - პროფესია ეკონომისტი
2021 წლის 29 ივნისს, 19:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტარდება საჯარო ლექცია თემაზე: „პროფესია...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლ...
ვრცლად
