
შეთავაზება დასაქმების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს!
შეთავაზება დასაქმების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს!
ხარ სტუდენტი ან კურსდამთავრებული?
ხარ მოტივირებული, იყო ფინანსურად დამოუკიდებელი?
გსურს დასაქმება, მაგრამ ხელს გიშლის სწავლაში?
ვერ მოიძიე სამუშაო მოქნილი გრაფიკით?..
კომპანია "პრობლემური აქტივების ბიურო" გაგიწევთ დახმარებას დასაქმებაში, იზრუნებს თქვენს განვითარებასა და კარიერულ ზრდაზე, შეგიქმნით სასიამოვნო სამუშაო გარემოს, გთავაზობთ თქვენთვის მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ჯანმრთელობის დაზღვევას.
ვაკანსია პოზიციაზე - პორტფელის მართვის სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
კლიენტებთან უშაულო და სატელეფონო კონტაქტი;
მიმდინარე ვადაგადაცილებული / პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;
კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი.
მოთხოვნები:
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
- დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
მცოცავი გრაფიკი - 2 დღე მუშაობა 09:30 -20:30 - ( 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი
მისამართი: თბილისი. ბეჟან კალანდაძის ქ. 8
რეზიუმე გააგზავნეთ მისამართზე: m.batsashvili@pab.ge
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მსგავსი სიახლეები
დევი შონიას საჯარო ლექცია თემაზე: თანამედროვე უნივერსიტეტების ბიზნესთან თანამშრომლობის შესახებ: მოწინავე ეკოსისტემები და საქართველო
30 მარტს, 19 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება დევი შონიას საჯარო ლექცია თემაზე: ,,თანამედროვე უნ...
ვრცლადინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები თჰუში
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2020 წლის 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს ინგლისური ენის შემსწ...
ვრცლად