თჰუ - "საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა" ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს! 11.10.2022

თჰუ - "საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა" ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლებს!

2022 წლის 12 ოქტომბერს 13:00 საათზე "საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის"  გენერალური დირექტორი ლექსო გოგილაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების ხელმძღვანელი გიორგი ჩაჩხიანი თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ქართულენოვანი, ისე უცხოენოვანი სტუდენტებისთვის ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე საერთაშორისო პროექტების გაცნობა და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული სამომავლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმირება.

საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია ქართველი და უცხოელი ახალგაზრდებისთვის პერიოდულად მართავს თემატურ ეროვნულ და საერთაშორისო სკოლებსა და ტრენინგებს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ვებინარების ორგანიზებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ეწევა კვლევით-ანალიტიკურ საქმიანობას, რის შედეგადაც ორგანიზაციის პროგრამებს ჰყავს ასობით კურსდამთავრებული მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული #3, 2025 წელი 03.03.2026

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული #3, 2025 წელი

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული #3, 2025 წელი

ვრცლად
პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება! 11.09.2026

პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება!

გილოცავთ სტუდენტური ცხოვრების დაწყებას! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნი...

ვრცლად