ნაბიჯი, კარიერული წინსვლისკენ! 02.11.2022

ნაბიჯი, კარიერული წინსვლისკენ!

BPW Georgia არის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Federation of Business and Professional Woman) წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა ქალებს და მიზნად ისახავს მათთვის ხელშეწყობას კარიერული განვითარების  ადრეულ ეტაპზე.

ახალგაზრდული ფრთის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიფართოვონ სანაცნობო წრე როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მათ საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში, რომლებიც ჩატარდება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ასევე, მიიღონ მხარდაჭერა და კონსულტაცია სხვადასხვა სფეროში კარიერული და პიროვნული ზრდისთვის, რაც  მნიშვნელოვნად დაეხმარება ახალგაზრდებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი, გაიფართოვონ სანაცნობო წრე საერთაშორისო მასშტაბით და გადადგან პირველი ნაბიჯები  კარიერულ კუთხით.

უახლოეს პერიოდში აღნიშნული ორგანიზაცია გეგმავს შეხვედრას თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან, სადაც დეტალურად იქნება განხილული სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები.

მსგავსი სიახლეები

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ 18.07.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის...

ვრცლად
კონფერენცია თემაზე: თანამედროვე მედიცინა 11.05.2019

კონფერენცია თემაზე: თანამედროვე მედიცინა

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება რეგიონული სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „თან...

ვრცლად