IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ივნისი 2023 წელი 14.11.2022

IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ივნისი 2023 წელი

 

2023 წლის 2 ივნისის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  1. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  2. სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
  3. ტურიზმი;
  4. სტომატოლოგია და ფარმაცია;
  5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

სამუშაო ენა ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხაა 50 ევრო,  საქართველოს მოქალაქეებისათვის - 50 ლარი, ხოლო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის უფასო.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი დაიბეჭდება.

გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2023 წლის 25 მაისი  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: conference.thu@gmail.com

საკონტაქტო პირი მარინე შავლაყაძე - მობ. 558108069

 

თეზისების გაფორმების მოთხოვნები

  1. თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
  2. გვერდის ფორმატი - А4;
  3. თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
  4. 5 საკვანძო სიტყვა;
  5. გვერდის ველი ყველა მხრიდან - 2 სმ;
  6. ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
  7. ინტერვალი - 1 (Single);
  8. აბზაცი - 0.5 სმ;
  9. სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);

მსგავსი სიახლეები

ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი 31.08.2021

ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი

20-24 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინის, იაროსლავ მუდრის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იური...

ვრცლად
ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი ბიბლიოთეკებში 29.04.2026

ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი ბიბლიოთეკებში

დასწრება თავისუფალია, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ მარტივი...

ვრცლად