შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 31.03.2023

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე:

1პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ოტორინოლარინგოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
2.
პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - თერაპიული სტომატოლოგია) - 1 საშტატო ერთეული.
3.პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - შინაგანი მედიცინა/თერაპია)- 1 საშტატო ერთეული.
4.პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ყბა-სახის ქირურგია) - 1 საშტატო ერთეული.
5.პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ორთოპედიული სტომატოლოგია) - 1 საშტატო ერთეული.
6. პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ორთოდონტია) - 1 საშტატო ერეული.
7. პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ბავშვთა ასაკის თერაპიული სტომატოლოგია) - 1 საშტატო ერთეული.
8.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ალერგოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
9.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ფარმაკოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
10.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ბიოქიმია)- 1 საშტატო ერთეული.
11.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - დერმატოვენეროლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
12.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ოფთალმოლოგია) - 1 საშტატო ერთეული.
13.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ნევროლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
14. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ყბა-სახის ქირურგია)- 1 საშტატო ერთეული.
15. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ორთოპედიული სტომატოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
16.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ორთოდონტია)- 1 საშტატო ერთეული
17.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ბავშვთა ასაკის თერაპიული სტომატოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.
18.ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ყბა - სახის ქირურგია)- 1 საშტატო ერთეული.
19.ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ორთოპედიული სტომატოლოგია) - 1 საშტატო ერთეული.
20.ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ორთოდონტია)- 1 საშტატო ერთეული.
21.ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - ბავშვთა ასაკის თერაპიული სტომატოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.

 

  1. სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან ქართულენოვან, რუსულენოვან და ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე:
    1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - თერაპიული სტომატოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.

 

  1. სტომატოლოგიის ერთსაფეხურიან ქართულენოვან პროგრამაზე:
      3.1.პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება - თერაპიული სტომატოლოგია)- 1 საშტატო ერთეული.

 

  1. საკონკურსო  პირობები:

ა) პროფესორი
4 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

4.2. უვადოდ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

) აკმაყოფილებს ამ მუხლის 4.1. ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
) აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა);
) თანახმაა, 5 წელიწადში ერთხელ გაიაროს სავალდებულო ატესტაცია, ამ დებულებით დადგენილი წესით.

 

ბ) ასოცირებული პროფესორი

4.3. 4 წლის ვადით ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 2 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;
ე) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

ბ. ასისტენტ–პროფესორი

4.4. 3 წლის ვადით ასისტენტ– პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი:

ა) რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც   აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

ბ.ა)   აქვს პროფესიული გამოცდილების 3  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

ბ.ბ) გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

4.5. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები.

4.6.  ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აკადემიურ თანამდებობაზე ასევე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიური ხარისხის არმქონე პირიც პროფესიული კვალიფიკაციის ნიშნით.

6. პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი კრიტერიუმები:

6.1.ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
დ) აკადემიური საქმიანობის ხედვა.

 

6.2..ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:

) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
) აკადემიური საქმიანობის ხედვა.

 

7. დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა

7.1.  აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
7.2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
7.3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით;
7.4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;
7.5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება “B” კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება.

 

8. უცხოენოვანი პროგრამების აკადემიური პერსონალის საკონკურსო კრიტერიუმები

8.1. უცხოენოვანი პროგრამის ან პროგრამის უცხოენოვანი კომპონენტის განსახორციელებლად გამოცხადებული კონკურსისთვის, დამატებით კრიტერიუმად წესდება კონკურსანტის მიერ ენობრივი კომპეტენციის დადასტურება პროგრამის შესაბამისი კომპონენტის განხორციელების ენაში, თუკი აღნიშნული ენა კონკურსანტის მშობლიურ ენას არ წარმოადგენს
8.2. უცხო ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

ა) შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
ბ) შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის / სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში;
გ) ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ C1 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად.
დ) საქართველოში ავტორიზებულ რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამი წლის განმავლობაში უცხოენოვან პროგრამაზე სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი ცნობის წარმოდეგნის შემთხვევაში;

8.3. ამ მუხლის 8.2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, C1 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი:

ა) Cambridge English First (FCE)
ბ) BEC Vantage
გ) IELTS 5-6.5
დ) TOEFL iBT 87-109
ე) Michigan ECCE
ვ) PTE General Level 3
ზ) PTE Academic 59-75
თ) Trinity ISE II

8.4. აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ამ მუხლის 8.2 და 8.3 პუქტებით დადგენილი წესით ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია უცხო ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება სასწავლო უნივერსიტეტის მიერ.

 

9. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 );
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) 3x4 ზომის 2 . ფოტო;
გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე); (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0 )
დ) აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაშიაპოსტილით დამოწმებული ფორმით;
ე) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
ვ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;  (იხ. ფორმა http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0
ზ) უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
თ) უცხო ენის  ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი)ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
კ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის    32- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდესსქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“   საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);

 

10.  კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: http://thu.edu.ge/ka/content/71/356/0/0/0/0
11. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;
12.  ღია კონკურსი ცხადდება 2023 წლის 04 აპრილიდან  2023 წლის 04 მაისის ჩათვლით.
13.  საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 05 მაისიდან  2023 წლის 15 მაისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.
14. საკონკურსო კომისიის  სხდომა ჩატარდება 2023 წლის 18 მაისს 12 საათზე
15. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

ელექტრონული ფოსტა: tea.thsu22@gmail.com

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცის პროგრამა 24.05.2021

I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცის პროგრამა

I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფე...

ვრცლად
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე 10.06.2019

პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე

2019 წლის 24 მაისს 14:00 საათზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით &b...

ვრცლად