საერთაშორისო ვებინარი საინვესტიციო სამართლის თემატიკაზე
თბილისის ჰუმაიტარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პარტნიორი ორგანიზაციების საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით საინტერესო ვებინარი ჩატარდა თემაზე ,-"საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი".
ვებინარს უძღვებოდა გეტინგენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორანტი, ლეიდენის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრი და საინვესტიციო სამართლისა და არბიტრაჟის ევროპის ფედერაციის ბლოგის მთავარი რედაქტორი, აგატა დასზკოსი - “Between Black & White: Understanding International Investment Law and Arbitration".
ვებინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფ. ლია ჭიღლაშვილმა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაჩხიანმა.
ვებინარში მონაწილეობდნენ სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები კაიროს, ნიუ ვიჟენის, ლიბანის, იბადანის, ქუაიდი აზამის, მალაიზიას, ფილიპინების, უტელის უნივესიტეტებიდან და კოლეჯებიდან, ვებინარს ასევე დაესწრნენ დაინტერესებული პირები საბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პაკისტანიდან და მადაგასკარიდან.
ვებინარს მოდერირებას უწევდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი, გვანცა დოლბაია.
ინიციატივა “ვებინარების სერია საერთაშორისო სამართალზე” მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დარგის საერთაშორისო ექსპერტებისა და წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდება და მსოფლიოს მასშტაბით ასობით სტუდენტს გააერთიანებს.
მსგავსი სიახლეები
გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი - სამართლის მაცნე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს პარტნიორ ორგანიზაციას „სამა...
ვრცლადთჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანი დაესწრო ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღეს
2021 წლის 28 მაისს ჩატარდა ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ევრო...
ვრცლად
