Erasmus+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში! 22.03.2024

Erasmus+ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში!

უკვე მეორე წელია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ცოდნის გაღრმავების მიზნით, Erasmus+  გაცვილითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გაემგზავრებიან  ლიტვის, მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში.

MRU მჭიდროდ თანამშრომლობს 350-ზე მეტ უნივერსიტეტთან, საჯარო და კერძო ინსტიტუტთან. არის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციების სრული წევრი.

უნივერსიტეტში ირიცხება 7500 სტუდენტი, მათ შორის 600 საერთაშორისო სტუდენტი და დასაქმებულია 400-ზე მეტი აკადემიური პერსონალი.

უნივერსიტეტი გთავაზობთ სადოქტორო, სამაგისტრო და ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს. მათგან 80%-ზე მეტს მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. სწავლა შესაძლებელია, ისეთ მოთხოვნად პროგრამებზე როგორიცაა სამართალი, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, მედიცინა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ა.შ.

სტუდენტთა მობილობის ფარგლებში პერიოდი მოიცავს 2024/25 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა  2024 წლის 15 აპრილი.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს

ასევე, იხილეთ თანდართული ფაილი

Document link

მსგავსი სიახლეები

პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს! 22.10.2020

პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს!

2020 წლის 23 ოქტომბერს 19:00 საათზე თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდე...

ვრცლად
ვებინარი თემაზე: როგორ მოვემზადოთ ჰორიზონტი ევროპის საგრანტო კონკურსებისთვის 11.02.2021

ვებინარი თემაზე: როგორ მოვემზადოთ ჰორიზონტი ევროპის საგრანტო კონკურსებისთვის

გაცნობებთ, რომ 16,18, 23 და 25 თებერვალს კვლავ გაიმართება ვებინარი თემაზე: "როგორ მოვემზადოთ ჰორიზონტ...

ვრცლად