თჰუ-ს სტუდენტებმა რუმინეთის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს მონაწილეობა
2024 წლის 26 აპრილს პიტესტის უნივერსიტეტის, ეკონომიკის მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა მორიგი, სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო-საკომუნიკაციო სესია.
ჩვენი უნივერსიტეტიდან ზემოაღნიშნულ სესიაზე მონაწილეობა მიიღო სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა
ნიკა ბითაძემ (ხელმძღვანელი თჰს-ს პროფესორი, სამარათლის დოქტორი ლია ჭიღლაშვილი) და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტმა გოგა მარგალიტაძემ (ხელმძღვანელი თჰუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ხარშილაძე).
სესიის საორგანიზაციო საქმიანობაში ასევე მონაწილეობდა თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ქეთი ცერცვაძე.
უახლოეს პერიოდში, სესიაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცემა პიტესტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ინდექსირებულ ჟურნალში.
SCHEDULE_INTERNATIONAL_SCIENTIFIC_COMPETITION_POLISTUDENTSCHALLENGES_2024
მსგავსი სიახლეები
სტუდენტთა რიგით XXX-ე სამეცნიერო კონფერენცია
2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის...
ვრცლადონლაინ ლექცია თემაზე - ბავშვი და ოჯახური გარემო
2021 წლის 7 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით, შპს კერძო სკოლა „ინტელექტ...
ვრცლად
