ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება
2024 წლის, 6 ივნისს სსიპ თბილისის 98 საჯარო სკოლასა და შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. საგანმანათლებლო პროცესში მაქსიმალური ინტეგრირების, საჯარო, კერძო და უმაღლეს სკოლებს შორის ინფორმაციის, მოწინავე გამოცდილების ოპერატიულად ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებმა დაადასტურეს ურთიერთთანამშრომლობის მზაობა საგანმანათლებლო აქტივობებისა და პრაქტიკული კომპონენტის ხელშეწყობისათვის.
მხარეებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლანა ყურაშვილი, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ირინე არჯევანიძე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი და სხვა დაინტერესებული პირები.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში
2019 წლის 24 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვი...
ვრცლადაზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში
თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით იწყება პროგრამის - „თე...
ვრცლად
