2024 წლის 12 ივნისს გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“ 09.06.2024

2024 წლის 12 ივნისს გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2024 წლის 12 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის თამთა კიკოლაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდა „პეროსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR). ახალმა კანონმა ისეთი სიახლეები დანერგა როგორიცაა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ინციდენტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება, მონაცემთა უსაფრთხოების ახალი სტანდარტები, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და სხვა. ახალი კანონის იმპლემენტაციის გზაზე არაერთი გამოწვევის წინაშე დგას როგორც კერძო, ისე - საჯარო სექტორი. საჯარო ლექციაზე მიმოხილულ იქნება ის ძირითადი სიახლეები, რაც შემოგვთავაზა „პეროსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალმა კანონმა და განხილულ იქნება სიახლეების იმპლემენტაციის პროცესი საჯარო სამსახურში.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია, თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი“ 14.05.2026

საჯარო ლექცია, თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი“

2026 წლის 16 ივნისს 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებისთვი...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 27.01.2018

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკუ...

ვრცლად