ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პარტნიორთა კრების წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის (ადმინისტრაციული სამსახურის) სტატუსი განისაზღვრება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში „თჰუ“) დებულებით. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელიც არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში და რომელიც წარმოადგენს თჰუ–ს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში; უნივერსიტეტის ადმინისტრაცია (ადმინისტრაციული სამსახური) აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ა) კანცელარია; ბ) ბუღალტერია; გ) საერთაშორისო ურთიერთობები და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერა; დ) სამართლებრივი უზრუნველყოფა; ე) ადამიანური რესურსების მართვა; ვ) მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა; ზ) უსაფრთხო გარემო; თ) არქივი; ი) კარიერული განვითარება და სტუდენტური მხარდაჭერა; კ) სამეცნიერო კვლევები. |
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: ვალერიან მუხიგულაშვილი
ელ-ფოსტა: ტელ: (+995 32) 2 54 59 09
|