ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პარტნიორთა კრების წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის (ადმინისტრაციული სამსახურის) სტატუსი განისაზღვრება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში „თჰუ“) დებულებით. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელიც არის  უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში და რომელიც წარმოადგენს თჰუ–ს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში; უნივერსიტეტის ადმინისტრაცია (ადმინისტრაციული სამსახური) აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

ა) კანცელარია;

ბ) ბუღალტერია;

გ) საერთაშორისო ურთიერთობები და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერა;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) ადამიანური რესურსების მართვა;

ვ) მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა;

ზ) უსაფრთხო გარემო;

თ) არქივი;

ი) კარიერული განვითარება და სტუდენტური მხარდაჭერა;

კ) სამეცნიერო კვლევები.

 

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ბატონი ვალერიან მუხიგულაშვილი 

ელ-ფოსტა: vmukhigulashvili@thu.edu.ge

ტელ: (+995 32) 2 54 59 09

 
სასარგებლო ბმულები