ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტში  სწავლების ხარისხის ამაღლებას;  სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებისა და  პრინციპების დანერგვას; უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების წარმართვას, სისტემატური თვითშეფასების განხორციელებას; საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის  ინტეგრაციას; თანამშრომლობას საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებასა და ანალიზს; საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას და რეალიზებას; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას; უნივერსიტეტის მართვაში თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობას; მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარიხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ელენე კაკაბაძე.


 
ელენე კაკაბაძე - მინიჭებული აქვს  სამართლის დოქტორის  აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სისხლის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. წლების განმავლობაში იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია-აკრედიტაციის ექსპერტი. არის სამეცნიერო სტატიებისა და  მონოგრაფიის ავტორი.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ნანა ბიჩენოვი.


 
2003-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, სპეციალობა: ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სისტემების მართვა და კომპიუტერული ავტომატიზაცია. ინფორმაციული ტექნოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2011-2013 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი. ხელსაწყოთმშენებლობის და მართვის სისტემების ავტომატიზაციის მაგისტრი. დღეის მდგომარეობით ირიცხება ხელსაწყოთმშენებლობის, მართვის სისტემების და ტესტ-ინჟინერინგის სადოქტორო პროგრამაზე. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2011-2016წწ. - თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის კოორდინატორად. 2012-2013 წწ. - მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად, 2016 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი. არის 4 სამეცნიერო სტატიის და ერთი სახელმძღვანელოს თანაავტორი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება  

2) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა  

3) პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესი  

4) სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების, შეფასების მეთოდებისა და კრიტერიუმების მეთოდური სარეკომენდაციო სახელმღვანელო აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის 

5) სტუდენტთა კონტინგენტის, აკადემიური და მოწვეული პერსონალის დაგეგმვის მეთოდოლოგია  

6) საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია და შეფასების მექანიზმი  

7) აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელებისა და დარგობრივი კომისიების საქმიანობა  

 
სასარგებლო ბმულები