ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმართავს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა საუნივერსიტეტო პოლიტიკას, შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო და კვლევითი მუშაობისა და პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხს. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წარდგინებით 4 წლის ვადით.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტში  სწავლების ხარისხის ამაღლებას;  სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებისა და  პრინციპების დანერგვას; უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების წარმართვას, სისტემატური თვითშეფასების განხორციელებას; საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის  ინტეგრაციას; თანამშრომლობას საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებასა და ანალიზს; საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას და რეალიზებას; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას; უნივერსიტეტის მართვაში თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობას; მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარიხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ელენე კაკაბაძე.

 

ელენე კაკაბაძე - მინიჭებული აქვს  სამართლის დოქტორის  აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სისხლის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. წლების განმავლობაში იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია-აკრედიტაციის ექსპერტი. არის სამეცნიერო სტატიებისა და  მონოგრაფიის ავტორი.

 
სასარგებლო ბმულები