ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ვიცე-რექტორი მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრუქტურის განსაზღვრაში; მონაწილეობს უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიან (შვიდწლიან) და სამოქმედო გეგმების (სამწლიანი) შემუშავებაში; მონაწილეობს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვაში; ახორციელებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების ჯეროვნად შესრულების კოორდინაციას; მონაწილეობს კვლევისა და განვითარების პროექტების შემუშავებაში; მონაწილეობს ინფრასტრუქტურის განახლების პროექტების შემუშავებაში; ხელს უწყობს პერსონალის პროფესიული ზრდის უზრუნველმყოფელი სისტემის შექმნის პროცესს; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებისა და სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზების  კოორდინაციას; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ახორციელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების კოორდინაციას; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ახორციელებს სტუდენტების მხარდაჭერის პროექტების კოორდინაციას; ახორციელებს აკადემიური პერსონალის უნივერსიტეტში მიღების, პროფესიული განვითარების, წახალისებისა და დაწინაურების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას; ახორციელებს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს; ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადების კოორდინაციას; ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედი მექანიზმების ფარგლებში სასწავლო/სამეცნიერო პროცესის მონიტორინგს და შეფასებას; ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობენ წინამდებარე დებულებიდან,  უნივერსიტეტის სხვა მარეგულირებელი აქტებიდან და არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.

 

ნინო ძნელაძე - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი დანიშნულია 2019 წლის 29 მაისს. ნინო ძნელაძემ 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2000 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა, სამოქალაქო სამართლის სპეციალობით. ნინო ძნელაძე 1998 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, მას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

 
სასარგებლო ბმულები