უნივერსიტეტის მისია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - სასწავლო უნივერსიტეტს, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს ჰუმანიტარული განათლების, სოციალური მეცნიერებების, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ჯანდაცვის მიმართულებით. უნივერსიტეტის მისიაა წარმოადგენდეს უმაღლეს საგანმანათლებლო კერას ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებსა და სამეცნიერო ცოდნის მიღწევებზე დაფუძნებულ განათლებას და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობებს, რითაც წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების აქტიური წევრის მომზადებაში, პიროვნების განვითარებასა და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში. უნივერსიტეტის ხედვაა წარმოდგენდეს მაღალი ხარისხის განათლების მიმწოდებელს, რომელიც:
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; - აკადემიური და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება; - პიროვნების თავისუფალი განვითარება; - თანასწორობა, ტოლერანტობა და არადისკრიმინაციულობა; - ადამიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელშეუვალობა. |