ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის  საბჭოს 4 წევრი აირჩევა  აკადემიური პერსონალიდან  და  2 წევრი ფაკულტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით.


თჰუს სამართლის ფაკულტეტის საბჭო განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით:

1. პროფესორი ლია ჭიღლაშვილი - სამართლის ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი;

2. პროფესორი არჩილ ლორია;

3. პროფესორი ლელა ნადიბაიძე;

4. ასოცირებული პროფესორი დავით გეფერიძე;

5. პროფესორი ელენე კაკაბაძე;

6. მაია ქიშმარეია - სტუდენტი;

7. ვლადიმერ ოგანეზოვი - სტუდენტი.

 

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად 

 

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მისი დაარსებიდან (1992წ.) დღემდე ფუნქციონირებს სამართლის ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2019 წლიდან არის პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.


სამართლის ფაკულტეტი ახორციელებს სამართლის საბაკალავრო პროგრამას. სამართლის საბაკალავრო პროგამის განხორციელების მიზანია უზრუნველყოს სტუდენტის/კურსდამთავრებულის მიერ საქართველოს ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობების და ღირებულებების, ასევე სპეციალიზაციის სფეროს სიღრმისეული ცოდნა; სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაბამისი ცოდნა სამართალმცოდნეობაში (სამართლის თეორიასა და მეთოდებში, ფილოსოფიასა და ისტორიაში), საჯარო სამართალში, კერძო სამართალში, სისხლის სამართალსა და საერთაშორისო სამართალში. 

სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება სპეციალიზაციის მოდულების ან/და სასწავლო დისციპლინების კონცენტრაციით; მაგალითად, კერძო სამართალში, ადმინისტრაციული სამართლის ელემენტებით და სხვ. სამართლის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს გაარკვევს  მოქმედი კანონმდებლობის რეალიზაციის სპეციფიკასა და პრობლემატიკაში, გამოუმუშავებს მას შეფასების, ანალიზისა და დასაბუთების უნარ-ჩვევებს, გააცნოს მას უცხოური პრაქტიკას, უბიძგებს გადაწყვეტილებათა მომზადებისას საკითხის პრობლემურ ჭრილში გაანალიზებისაკენ და გადაწყვეტილებათა ეფექტური რეალიზაციისაკენ. სამართლის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის სამართლებრივი საკითხების ცოდნა-გაცნობიერებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების სწავლებას; სტუდენტი დაეუფლება იურისტის საქმიანობის განხორციელებისათვის  აუცილებელ მეთოდებს, გამოიმუშავებს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს, ასევე კომუნიკაციისა და სწავლების უნარს, შეეძლება საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეების მიდევნება და ცოდნის მუდმივად განახლება. ამ მიზნების მისაღწევად, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრისა და პროგრამის განვითარების პროცესში ჩართულნი არიან  დაინტერსებული მხარეები -  აკადემიური პერსონალი, რომელთა ნაწილი ასევე პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობასაც ეწევა და დამსაქმებელიცაა (ადვოკატები, მოსამართლეები), სტუდენტები, კურსდამთავრებულები.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობა. ამასთან, ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გათვალისწინებულ იქნას დამატებითი წინაპირობები (სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება). 

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამართლის მიმართულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის გაღრმავებაზე სამართლის ქვედარგის/სპეციალიზაციის კუთხით.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე განიხილა, თჰუ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებითა და რექტორის ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა აკრედიტაციის მისანიჭებლად წარედგინება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს. სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტის ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; საჯარო სამართლის სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობა და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს VII დონით გათვალისწინებული კომპეტენციების შესაბამისად; სწავლებისა და სწავლის ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, საქართველოს ეროვნულ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი, უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხურის დონის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და დამოუკიდებელი კვლევის უნარის მქონე კადრების მომზადება, რომელიც აღჭურვილი იქნება ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სივრცის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციით, როგორც პრაქტიკული საქმიანობისათვის, ისე განათლების შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გასაგრძელებლად.


სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: სტუდენტურ თვითმმართველობაში, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში.

 

სამართლის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს ქალბატონი ეთერ ირემაძე.
ელ-ფოსტა: eiremadze@thu.edu.ge

ტელ: (+995) 579 540 045

 

ფაკულტეტის დეკანი 

ლია ჭიღლაშვილი

სამართლის დოქტორი, პროფესორი. 2006 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას კერძო სამართლის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2003-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წამყვან პოზიციებზე. 1999-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესსა და ქ. თბილისის საოლქო სასამართლოებში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო სტატია „საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის“ თემტიკაზე როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ჟურნალებში. არის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების რეცეზენტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და ფორუმში, მათ შორის ევრაზიის მულტიდისციპლინარულ და ქართულ-ავსტრიულ კონფერენციებში. გავლილი აქვს თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პროფესიული განვითარების შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის (აშშ) ეგიდით - ლიდერთა გადამზადების კურსები. არჩეული იყო საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილედ, იმავდროულად ხელმძღვანელობდა საერთო სასამართლოების პროფესიულ კავშირს. ლიდერის სტატუსით უძღვებოდა შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის (აშშ) - ტრენერთა გადამზადების კურსებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მოწვული სტუმრის სტატუსით პერიოდულად მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებში, სამართლის თემატიკის კუთხით. მიღებული აქვს საპატიო სიგელები და საერთაშორისო სერტიფიკატები. დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენით.

 
სასარგებლო ბმულები