ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მისი დაარსებიდან (1992წ.) დღემდე ფუნქციონირებს სამართლის ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2019 წლიდან არის პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.

 

 

 

 
ლია ჭიღლაშვილი - სამართლის დოქტორი. 2006 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგოგიურ საქმიანობას კერძო სამართლის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2003-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წამყვან პოზიციებზე. 1999-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო სტატია „საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის“ მიმართულებით. არის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცეზენტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და ფორუმში. მოწვეული სტუმრის სტატუსით პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში სამართლის თემატიკის კუთხით. ხელმძღვანელობდა საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიულ კავშირს. უძღვებოდა შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის (აშშ) ეგიდით - ტრენერთა გადამზადების კურსებს. მიღებული აქვს საპატიო სიგელები და საერთაშორისო სერტიფიკატები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თჰუ სამართლის ფაკულტეტის ხელმძღვანელი წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომელიც აერთიანებს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალსა და სტუდენტებს.

 

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად 

 
სამართლის ფაკულტეტი ახორციელებს სამართლის საბაკალავრო პროგრამას. სამართლის საბაკალავრო პროგამის განხორციელების მიზანია უზრუნველყოს სტუდენტის/კურსდამთავრებულის მიერ საქართველოს ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური ნორმების, ზოგადსამართლებრივი პრინციპების, ფასეულობების და ღირებულებების, ასევე სპეციალიზაციის სფეროს სიღრმისეული ცოდნა; სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაბამისი ცოდნა სამართალმცოდნეობაში (სამართლის თეორიასა და მეთოდებში, ფილოსოფიასა და ისტორიაში), საჯარო სამართალში, კერძო სამართალში, სისხლის სამართალსა და საერთაშორისო სამართალში. 

სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის ფორმირება სპეციალიზაციის მოდულების ან/და სასწავლო დისციპლინების კონცენტრაციით; მაგალითად, კერძო სამართალში, ადმინისტრაციული სამართლის ელემენტებით და სხვ. სამართლის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს გაარკვევს  მოქმედი კანონმდებლობის რეალიზაციის სპეციფიკასა და პრობლემატიკაში, გამოუმუშავებს მას შეფასების, ანალიზისა და დასაბუთების უნარ-ჩვევებს, გააცნოს მას უცხოური პრაქტიკას, უბიძგებს გადაწყვეტილებათა მომზადებისას საკითხის პრობლემურ ჭრილში გაანალიზებისაკენ და გადაწყვეტილებათა ეფექტური რეალიზაციისაკენ. სამართლის საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის სამართლებრივი საკითხების ცოდნა-გაცნობიერებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების სწავლებას; სტუდენტი დაეუფლება იურისტის საქმიანობის განხორციელებისათვის  აუცილებელ მეთოდებს, გამოიმუშავებს სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევებს, ასევე კომუნიკაციისა და სწავლების უნარს, შეეძლება საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეების მიდევნება და ცოდნის მუდმივად განახლება. ამ მიზნების მისაღწევად, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრისა და პროგრამის განვითარების პროცესში ჩართულნი არიან  დაინტერსებული მხარეები -  აკადემიური პერსონალი, რომელთა ნაწილი ასევე პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობასაც ეწევა და დამსაქმებელიცაა (ადვოკატები, მოსამართლეები), სტუდენტები, კურსდამთავრებულები. სამართლიფ ფაკულტეტზე სწავლების პროცესში ჩართულები არიან: პროფესორები კახი ყურაშვილი, არჩილ ლორია, ლელა ნადიბაიძე, თამარ ჩიტოშვილი, ეკა ზარნაძე, მაკა სალხინაშვილი, ასოცირებული პროფესორები მანანა ხვედელიძე, დავით გეფერიძე, ბექა ქანთარია, ავთანდილ ხაზალია,  სამართლის დოქტორები: მაია კოპალეიშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი), ლალი ფაფიაშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი), მაია ივანიძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე), შალვა ქურდაძე (ადვოკატი), ნინო ბარაბაძე (ნოტარიუსი), თამარ ლალიაშვილი, ასმათ გუგავა და სხვები.


სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობა. ამასთან, ცალკეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გათვალისწინებულ იქნას დამატებითი წინაპირობები (სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება). 

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამართლის მიმართულების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის გაღრმავებაზე სამართლის ქვედარგის/სპეციალიზაციის კუთხით.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე განიხილა, თჰუ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებითა და რექტორის ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. აღნიშნული პროგრამა აკრედიტაციის მისანიჭებლად წარედგინება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს. სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტის ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; საჯარო სამართლის სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობა და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს VII დონით გათვალისწინებული კომპეტენციების შესაბამისად; სწავლებისა და სწავლის ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, საქართველოს ეროვნულ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი, უმაღლესი აკადემიური განათლების მეორე საფეხურის დონის მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და დამოუკიდებელი კვლევის უნარის მქონე კადრების მომზადება, რომელიც აღჭურვილი იქნება ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სივრცის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციით, როგორც პრაქტიკული საქმიანობისათვის, ისე განათლების შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გასაგრძელებლად.


სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: სტუდენტურ თვითმმართველობაში, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში.

 

სამართლის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს ქალბატონი ეთერ ირემაძე   
ელ-ფოსტა: eiremadze@thu.edu.ge

 

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა ანონიმური გამოკითხვის შედეგები - 2017  

 

 


 
სასარგებლო ბმულები