ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა აკადემიური პერსონალიდან და 2 წევრი ფაკულტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით.
თჰუს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭო განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით: 1. პროფესორი ნონა გელიტაშვილი - ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი; 2. პროფესორი ბესარიონ ნაყოფია; 3. ასოცირებული პროფესორი ირმა მოლაშხია; 4. ასოცირებული პროფესორი შალვა კერესელიძე; 5. ასოცირებული პროფესორი თამარ ბერიძე; 6. ანა წიკლაური - სტუდენტი; 7. ვლადიმერ გელოვანი - სტუდენტი.
ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად
თჰუ-ში მისი დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა სახელწოდებით ფუნქციონირებს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის მიმართულების ფაკულტეტი, რომლის დეკანიც გახლავთ პროფესორი ნონა გელიტაშვილი. ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ახორციელებს ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის ქართულ და რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამებს. ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მქონეებმა შეიძლება დაიკავონ პოზიციები მართვის საწყის დონეზე, მათ შორის კომპანიის ადმინისტრაციაში, ოპერაციულ მენეჯმენტში, ლოჯისტიკაში, მარკეტინგსა და გაყიდვებში, კადრების მართვაში, ფინანსებში, ბუღალტერიაში, მართვის საინფორმაციო სისტემებში და ბიზნესის სხვა ფუნქციონალურ სფეროებში. პოზიციის არასრული ჩამონათვალი შემდეგია: შესყიდვების მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, რეკლამების მენეჯერი, ოპერაციების მენეჯერი, პროექტების მენეჯერი, საკრედიტო მენეჯერი, კადრების მენეჯერი, ლოგისტიკის მენეჯერი, აუდიტორი, ფინანსური მენეჯერი, კომერციული დირექტორი და სხვა.
ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ფარგლებში მომზადდა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამული აკრედიტაცია გაიარა ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ, რომლის მიზანია მოამზადოს ცვალებად პროფესიულ გარემოსთან ადვილად ადაპტირებადი სპეციალისტი, რომელსაც ექნება: ტურიზმის სფეროს ფართო ცოდნა, დარგობრივი უნარები; ეცოდინება ტურიზმის დარგობრივი სტრუქტურა, ფუნქციონირების მექანიზმები, გაერკვევა ტურისტული ფირმებისა და ტურიზმის ძირითად ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ფუნქციებში; პროგრამის მიზანია ასევე მოამზადოს ისეთი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობიერებას, კრიტიკულ გააზრებას და ექნება ფართო ცოდნა ტურიზმის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებში, ექნება პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებენ: ირმა წიკლაური ელ-ფოსტა: itsiklauri@thu.edu.ge ტელ: (+995) 599 384 540
ნატალია გიუნაშვილი ელ-ფოსტა: ngiunashvili@thu.edu.ge ტელ: (+995) 574 100 065 |
ფაკულტეტის დეკანი ნონა გელიტაშვილი ნონა გელიტაშვილი - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. 2011 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მოწვეული ლექტორის სტატუსით მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იკავებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იგი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ, ბრემენის, ზაარლანდის, ბერლინის ტექნიკურ და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (DAAD), ასევე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო სტატია, არის 1 მონოგრაფიის ავტორი და 2 წიგნის თანაავტორი. |