ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის  საბჭოს 4 წევრი აირჩევა  აკადემიური პერსონალიდან  და  2 წევრი ფაკულტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით.


თჰუს ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭო განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით:

1. ასოცირებული პროფესორი ირმა ბარბაქაძე - ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი;

2. პროფესორი ვალენტინა საყვარელიძე - თჰუ რექტორი;

3. პროფესორი რუსუდან ესებუა;

4. პროფესორი მანანა მათიაშვილი;

5. ასოცირებული პროფესორი ირმა ზაქარაია;

6. ნათელა გადიმოვი - სტუდენტი;

7. მირანდა დაბრუნდაშვილი - სტუდენტი.

 

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად 

 

თჰუ-ში მისი დაარსებიდან (1992 წ.) დღემდე ფუნქციონირებს ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2019 წლიდან გახლავთ პროფესორი ირმა ბარბაქაძე.


ჰუმანიტარული  ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის დებულების საფუძველზე. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე რეალიზებულია აკრედიტებული ევროპეისტიკის საბაკალავრო პროგრამა და სლავური ფოლილოგიის უცხოენოვანი (რუსულენოვანი) სამაგისტრო პროგრამა.


საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს და გამოუმუშავოს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების და ინგლისური ფილოლოგიის  სფეროს ფართო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და რელევანტური დარგობრივი და ზოგადი  კომპეტენციები.  სლავური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სლავური ენებისა და ლიტერატურის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. მაგისტრანტები საფუძვლიანად შეასწავლიან 2  სლავურ ენას და ლიტერატურას რუსული და უკრაინული ფილოლოგიის მოდულების სახით.

 

ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ფარგლებში მომზადდა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამული აკრედიტაცია გაიარა ფსიქოლოგიია საბაკალავრო პროგრამამ.


ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე დასაქმებულნი არიან ფილოლოგიის სხვადასხვა დარგის პროფესიონალი კადრები ინგლისური, გერმანული, სლავური, ფრანგული, კლასიკური და ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, ასევე ისტორიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და სხვ. მიმართულებით. 


ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს  გაიანე გრიგორიანი.

ელ-ფოსტა: ggrigorian@thu.edu.ge

ტელ: (+995) 579 540 03

 

ფაკულტეტის დეკანი 

ირმა ბარბაქაძე

ირმა ბარბაქაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი. 1994-2007 წლებში მოღვაწეობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსტიეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. იყო სამეცნიერო დარგის პრორექტორის თანაშემწე. 2007 წლიდან პარალელურად ასწავლის რობერ შუმანის სახელობს  ევროპულ სასწავლებელში, სადაც არის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავჯდომარე. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს „ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას“.გამოქვეყნებული აქვს ხუთი სამეცნიერო სტატია.

 
სასარგებლო ბმულები