ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის  საბჭოს 4 წევრი აირჩევა  აკადემიური პერსონალიდან  და  2 წევრი ფაკულტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით.


თჰუს ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით:

1. პროფესორი ილონა საყვარელიძე - ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე, ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი;

2. პროფესორი ნინო ორმოცაძე;

3. პროფესორი გიორგი ბერიაშვილი;

4. ასოცირებული პროფესორი ნინო აბაიშვილი;

5. ასოცირებული პროფესორი ირინა კალანდაძე;

6. თეონა კაპანაძე - სტუდენტი;

7. მაია ჯანელიძე - სტუდენტი.


ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად  

 

თჰუ-ში 2009 წლიდან ფუნქციონირებს ჯანდაცვის ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2009 წლიდან  გახლავთ პროფესორი, მედიცინის დოქტორი ილონა საყვარელიძე.

თჰუ–ში ჯანდაცვის ფაკულტეტი სტომატოლოგიის დარგში უმაღლესი სამედიცინო განათლების სასწავლო  კერაა, რომელიც სასწავლო პროცესში იყენებს საკუთარ მატერიალ-ტექნიკურ ბაზას.  ჯანდაცვის ფაკულტეტზე წარმოდგენილია   ქართულენოვანი და რუსულენოვანი დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი  საგანმანათლებლო პროგრამები. ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებსფუნდამენტური და კლინიკური სასწავლო დისციპლინების საპროფესორო და სპეციალური კლინიკური სასწავლო დისციპლინების საპროფესორო, ფაკულტეტს გააჩნია საკუთარი სტომატოლოგიური სასწავლო კლინიკა. ფაკულტეტი ვალდებულებას იღებს შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის, უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე. დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების  მიზანია აღზარდოს დიპლომირებული ექიმი-სტომატოლოგები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხდება ფაკულტეტზე დასაქმებული აკადემიური პერსონალისა და მოწვეული მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ.

 

გარდა ამისა,  2013 წელს  ჯანდაცვის  ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა  რეზიდენტურა  თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით. პროგრამის ხანგრძლივობაა  – 11 თვე. პროგრამის დამთავრების შემდეგ გაიცემა უნივერსიტეტის დიპლომი.

 

ჯანდაცვის ფაკულტეტი აკადემიური პროგრამების გარდა ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას  – კბილის ტექნიკოსი  III, IV და  V საფეხურები.

 

ჯანდაცვის ფაკულტეტზე რეალიზებული დიპლომირებული სტომატოლოგის  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული პრაქტიკის სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო და  საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის ათვისების მიზნით ჯანდაცვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კლინიკა. ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: სტუდენტურ თვითმმართველობაში, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში.

 

ჯანდაცვის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებენ:


თათია ბართავა (რუსული სექტორი)

ელ-ფოსტა: tbartava@thu.edu.ge

ტელ: (+995) 598 159 084

 

ანა პაპავა (ქართული სექტორი)

ელ-ფოსტა: apapava@thu.edu.ge

ტელ: (+995) 577 587 776

 

ფაკულტეტის დეკანი

ილონა საყვარელიძე

ილონა საყვარელიძე - მედიცინის დოქტორი, პროფესორი. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. 2000-2002 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკურ ფაკულტეტზე. 2002-2006 წლებში სწავლა გააგრძელა და ასპირანტურა დაასრულა აღნიშნულ უნივერსიტეტში. 2006 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე: ”პერიოდონდიუმის წინასწარი დიაგნოზი ჯანმრთელ ადამიანებში, ჰიპოდინამიისა და კოსმიური (კოსმოსური) ფრენის დროს”, რის შემდეგაც მას მიენიჭა სათანადო აკადემიური ხარისხი. მთლიანი სამუშაო გამოცდილება შეადგენს 21 წელს, სტომატოლოგიის სფეროში მუშაობის გამოცდილება შეადგენს 17 წელს. ის ასევე არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი. 2013 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის ფაკულტეტი ორგანიზაციების მენეჯმენტის სფეროში. 2009 წლიდან არის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი..

 
სასარგებლო ბმულები