ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

დამტკიცებულია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს 2019 წლის 20 აპრილის №8 გადაწყვეტილებით

 

შპს თბილისის ჰუმანიტარული  სასწავლო უნივერსიტეტის

დებულება

 

თავი 1. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. სტატუსი

1. შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძო სამართლის იურიდიული პირი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მისიისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც არ ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს.

3. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სრული სახელწოდება არის შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, ხოლო შემოკლებული სახელწოდებებია – „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ ან „თჰუ“.

4. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივესიტეტის, როგორც მეწარმე პირის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება თჰუ წესდებით.

5. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტს აქვს მისი სახელწოდების ამსახველი ბეჭედი, ბლანკები, შტამპი და საბანკო ანგარიში.

6. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, 0144 თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31.

7. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტს შეიძლება გააჩნდეს ფილიალები (წარმომადგენლობები) საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც იქმნებიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, მოქმედებენ უნივერსიტეტის სახელით და მათ შესახებ უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

 

მუხლი 2. საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი 

  • თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებების, საგანმანათლებლო სტანდარტების, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ სამართლებრივი აქტების,  ამ დებულებისა და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული მისიის საფუძველზე.
  • ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობას შორის სხვაობის შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა; საქართველოს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები და დამატებები, რომლებსაც არ შეესაბამება ამ დებულების მუხლი, პუნქტი ან ქვეპუნქტი, იწვევს ამ დებულების შესაბამისი მუხლის, პუნქტისა ან ქვეპუნქტის ბათილობას. 

მუხლი 3. მიზნები და ამოცანები

უნივერსიტეტის მიზნები და ამოცანები განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული მისიის საფუძველზე და შეესაბამება საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას. 


მუხლი 4. საქმიანობის საგანი

1. უნივერსიტეტი მისიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო ან/და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას:

ა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაცია;

ბ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაცია;

გ) “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაცია;

დ) ინტელექტუალური საკუთრების პროდუქციის წარმოება;

ე) საქართველოსა და უცხოეთის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან ურთიერთთანამშრომლობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული განათლების და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება.

 

მუხლი 5. დამოუკიდებლობა

 უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. დამოუკიდებლობა თანაბრად ვრცელდება აკადემიურ და  შემოქმედებით საქმიანობაზე.


მუხლი 6.  დაფინანსების წყაროები და საკუთრება

 1. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ მოპოვებული სასწავლო გრანტები;

ბ) უნივერსიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული სხვა სახსრები;

გ) დამფუძნებელთა ინვესტიციები;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლები.

2. უნივერსიტეტის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები. სასწავლო ინვენტარი,  სხვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ინტელექტუალური და სხვა პროდუქცია (სამუშაოები), კანონმდებლობით ნებადართული სხვა ქონება.

3. უნივერსიტეტის მიერ ამ დებულებით და თჰუ წესდების შესაბამისად განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან უნივერსიტეტის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის დამფუძნებლებთა (პარტნიორთა) კრების მიერ უნივერსიტეტის შემოსავლებიდან ყოველწლიურად განისაზღვრება ფულადი სახსრების ოდენობა, რომლის ფარგლებშიც დგება უნივერსიტეტის, როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების ყოველწლიური ბიუჯეტი.

 

თავი 2. უნივერსიტეტის მართვა

 

მუხლი 7. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები და მართვის ორგანოები

1. უნივერსიტეტის მართვის პრინციპებია:

ა) სამართლებრივი აქტების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა;

ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება;

გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში;

დ) თანასწორი            მოპყრობა       განურჩევლად            პირის ეთნიკური       კუთვნილებისა,             სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვ.; ე) არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა, კონკურსების საჯაროობა;

ვ) სამეწარმეო თავისუფლება.

2. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და თანამდებობის პირები:

ა) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება;

ბ) აკადემიური საბჭო;

გ) რექტორი, ვიცე-რექტორი; 

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

3. უნივერსიტეტის დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წევრს უფლება აქვს არჩეულ/დამტკიცებულ იქნას უნივერსიტეტის მართვის ორგანოში (რექტორის თანამდებობაზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, აკადემიური საბჭოს წევრად, პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის შემთხვევაში) ან დასაქმდეს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით განსაზღვრულ სხვა პოზიციაზე.

 

მუხლი 8. დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების უფლებამოსილებები

 1. დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება უფლებამოსილია:

ა) შეითანხმოს უნივერსიტეტის მისია, სტრატეგიული განვითარებისა და  სამოქმედო გეგმები

- მოახდინოს მათი მონიტორინგი და შეფასებები;

ბ) შეითანხმოს  უნივერსიტეტის ბიუჯეტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს აკადემიურ საბჭოს;    

გ) დაითხოვოს აკადემიური საბჭოს მოქმედი შემადგენლობა საბჭოს მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ზედიზედ ორჯერ გადაწყვეტილების ვერ მიღების შემთხვევაში, თუ ეს საფრთხეს უქმნის ან აფერხებს უნივერსიტეტის ფუნქციონირებას;

დ) გაეცნოს უნივერსიტეტის საბუღალტრო–საანგარიშგებო დოკუმენტაციას და უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებს, წელიწადში ერთხელ ჩაატაროს უნივერსიტეტის საქმიანობის საფინანსო-ეკონომიკური ანალიზი, დანიშნოს და ჩაატაროს აუდიტი;

ე) მიიღოს უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, დაამტკიცოს რექტორის ყოველწლიური ანგარიში უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ; საჭიროებისამებრ შეიმუშაოს რეკომენდაციები უნივერსიტეტის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე;

ვ) აკადემიურ საბჭოს წარუდგინოს რექტორის კანდიდატურა/კანდიდატურები;

ზ) აკადემიურ საბჭოს წარუდგინოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა.

2. დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების სპეციალური უფლებამოსილებანი განისაზღვრება თჰუ წესდებით.

 

მუხლი 9. აკადემიური საბჭო

1. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეა; უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტი წარმოდგენილია თანაბარი რაოდენობის – აკადემიური პერსონალიდან არჩეული 1  წარმომადგენლით; აკადემიური საბჭოს 4 წევრს, რექტორი ნიშნავს აკადემიური პერსონალიდან; აკადემიურ საბჭოში ავტომატურად შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უფროსი და ასევე კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი.

2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა/ინიშნება უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი).

3. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ასარჩევი წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

4. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას, რაც განისაზღვრება 4 წლით.

5. აკადემიური საბჭო:

ა) ადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიას და სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის მექანიზმებს;

ბ) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრებას უთანხმებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ  და  სამოქმედო გეგმებს; 

გ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე წინადადებებს;

ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას; 

ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

ზ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს  დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრებას;

თ)ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინადადებით, რექტორთან შეთანხმებით;

ი) ამტკიცებს    უნივერსიტეტის         ფაკულტეტების            დებულებებს,             უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების  დებულებებს, აკადემიური საბჭოს რეგლამენტს, აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესსა და სხვ.;

კ) ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ახდენს მათ მოდიფიცირებას;

ი) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა ან/და ერთობლივი პროგრამების შექმნას;

ლ) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წარდგინებით ამტკიცებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;

მ) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წარდგინებით ამტკიცებს ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელს;

ნ) ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ფაკულტეტების წარდგინებით;

ო) ამტკიცებს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესს;

პ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესს;

ჟ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემას;

რ) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წარდგინებით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს –უნივერსიტეტის რექტორს;

ს) რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების ინიციატივით ან წინასწარი თანხმობით,   განიხილავს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს; გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3–თ; რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს;  რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი რექტორის განწესებამდე, რექტორის მოვალეობებს ასრულებს ვიცე-რექტორი;

ტ) ფაკულტეტების შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას ღია კონკურსის ჩატარების, მათ შორის, თარიღისა  და საკონკურსო კომისიის განსაზღვრის შესახებ; 

უ) ფაკულტეტების წინადადებათა გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ადგენს საკონკურსო პირობებს;

ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.

 

მუხლი 10. რექტორი

1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს  ქვეყნის შიგნით და გარეთ, აკადემიურ სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. იმ შემთხვევაში თუ გარიგების, შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.  

2. რექტორს 5 წლის ვადით, წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შესწავლის საფუძველზე, ირჩევს აკადემიური საბჭო დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების მიერ წარდგენილი კანდიდატურიდან/კანდიდატურებიდან.

3. რექტორი დამფუძნებელთა (პარტნიორთა)  კრების თანხმობით 5 წლის ვადით ნიშნავს ვიცე-რექტორს.             

4. რექტორი: 

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელმძღვანელობს და წარმართავს უნივერსიტეტის  საქმიანობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს უნივერსიტეტს სახელმწიფო და სხვა უწყებებში, დაწესებულებებში და ორგანიზაციებში, აგრეთვე სტუდენტურ გაერთიანებასთან;

გ) უნივერსიტეტის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს ხელშეკრულებებსა და აწერს ხელს სხვა დოკუმენტებს; უფლებამოსილია უშუალოდ ან ვიცე-რექტორის მეშვეობით წარმართოს საუნივერსიტეტთაშორისო ურთიერთობები;

დ) აკონტროლებს უნივერსიტეტის წესდების, დებულების, შინაგანაწესის და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას; ვიცე-რექტორის მეშვეობით არეგულირებს უნივერსიტეტის სამართლებრივ საკითხებს;  

ე) აკონტროლებს საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზაციის პროცესს;

ვ) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრებასთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  ფაკულტეტის დეკანებს, ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრავს მათ ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს,  აკონტროლებს მათ საქმიანობას;

ზ) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, უნივერსიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე, უფლება აქვს დანიშნოს რექტორის მრჩეველი/მრჩევლები; 

თ) იღებს გადაწყვეტილებებს პერსონალის მართვაზე  აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი პერსონალის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;

ი) ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობას და ინტერნაციონალიზაციის პროცესს;

კ) წარმართავს და ხელმძღვანელობს უნივერსიტეტში სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესს, ამტკიცებს სასწავლო ტარიფებს, გამოსცემს სტუდენტთა მოძრაობის თაობაზე შესაბამის აქტებს;

ლ) ამ დებულებისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, ასრულებს დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებებს/დადგენილებებს;

მ) გამოსცემს ბრძანებებს;

ნ) ბრძანებით აკისრებს ვიცე-რექტორს და სხვა სამსახურების ხელმძღვანელებს ცალკეულ დავალებებს; 

ო) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობენ ამ დებულებიდან,  წესდებიდან და არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.

5. უნივერსიტეტის რექტორი ანგარიშვალდებულია დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების და აკადემიური საბჭოს წინაშე.

6. რექტორი ვალდებულია დამფუძნებლის (პარტნიორის) მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ და დართოს ნება გაეცნოს უნივერსიტეტის დოკუმენტაციას.

 

მუხლი 11. ვიცე-რექტორი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი:

1. მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრუქტურის განსაზღვრაში;

2. მონაწილეობს უნივერსიტეტის განვითარების გრძელვადიან (შვიდწლიან) და სამოქმედო გეგმების (სამწლიანი) შემუშავებაში;
3. მონაწილეობს უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვაში;
4. ახორციელებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების ჯეროვნად შესრულების კოორდინაციას;
5. მონაწილეობს კვლევისა და განვითარების პროექტების შემუშავებაში;
6. მონაწილეობს ინფრასტრუქტურის განახლების პროექტების შემუშავებაში;
7. ხელს უწყობს პერსონალის პროფესიული ზრდის უზრუნველმყოფელი სისტემის შექმნის პროცესს;
8. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებისა და სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზების  კოორდინაციას;
9. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ახორციელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების კოორდინაციას;

10. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ახორციელებს სტუდენტების მხარდაჭერის პროექტების კოორდინაციას;

11. ახორციელებს აკადემიური პერსონალის უნივერსიტეტში მიღების, პროფესიული განვითარების, წახალისებისა და დაწინაურების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას;

12. ახორციელებს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს;

13. ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადების კოორდინაციას;

14.ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედი მექანიზმების ფარგლებში სასწავლო/სამეცნიერო პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;

15. ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობენ წინამდებარე დებულებიდან,  უნივერსიტეტის სხვა მარეგულირებელი აქტებიდან და არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.

 

მუხლი 12. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც არის  უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი  ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.    

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა –  4 წელი.

4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:                           

ა) მონაწილეობს უნივერსიტეტის მართვის პოლიტიკაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

ბ) უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან ერთად  შეიმუშავებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს  დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრებას; აკონტროლებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესრულების პროცესს;

გ) მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში და მათი შესრულების მონიტორინგის და შეფასების პროცესებში;

დ)პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ე) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ამ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და  წარუდგინოს  აკადემიურ საბჭოს განსახილველად;

ვ) შეიმუშავებს და რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და  სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმებს;

ზ) ასრულებს უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების, რექტორის და აკადემიური საბჭოს წინაშე.

6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა)  აკადემიური საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება;    

ბ) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების მოტივირებული გადაწყვეტილება და სხვ.

 

მუხლი 13. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმართავს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა საუნივერსიტეტო პოლიტიკას,  შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს  სასწავლო და კვლევითი მუშაობისა და პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხს.
2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებს.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თანამშრომლობს ეროვნულ და საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. 
 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების  წარდგინებით 4 წლის ვადით.
5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია  დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების, რექტორის და აკადემიური საბჭოს წინაშე.
6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა)  აკადემიური საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება;    

ბ) დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების მოტივირებული გადაწყვეტილება და სხვ.

 

თავი 3. უნივერსიტეტის სტრუქტურა


მუხლი 14. უნივერსიტეტის სტრუქტურა

1. უნივერსიტეტის სტრუქტურას, აგრეთვე მასში ცვლილებებს ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წარდგინებით. 

2.  უნივერსიტეტის სტრუქტურის აღწერილობა:

ა) უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და თანამდებობის პირები განისაზღვრება ამ დებულების მე–7 მუხლის მე–2 პუნქტით;

ბ) უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ფაკულტეტი;

გ) უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 4 ფაკულტეტი:

–        სამართლის

–        ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის

–        ჰუმანიტარული 

–        ჯანდაცვის;

დ) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებია:

1. ბიბლიოთეკა;
2. კვლევებისა და განვითარების ცენტრი; 
3. სასწავლო პროცესის მართვის სამსახური;
4.ცადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
5. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
6. საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური;
7. სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური; 
8. იურიდიული სამსახური;
9. კანცელარია;

10. საფინანსო სამსახური;

11. ინფრასტრუქტურის მართვის  სამსახური; 

12. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური;

13. სამედიცინო დახმარების სერვისი.

უნივერსიტეტის სამსახურები, ფაკულტეტები, კლინიკები, აგრეთვე ბიბლიოთეკა   საქმიანობას წარმართავენ ამ დებულებისა და საკუთარი დებულებების შესაბამისად. 
უნივერსიტეტის სტრუქტურის სქემატური ვერსია თან ერთვის ამ დებულებას (დანართი №1) და ქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 

მუხლი 15. ფაკულტეტი

1. ფაკულტეტი უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია, რომლის სტრუქტურა და ფუნქციები განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.

2. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის  საბჭოს 4 წევრი აირჩევა  აკადემიური პერსონალიდან  და  2 წევრი ფაკულტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტის საბჭოს სტუდენტთა არჩევა ხდება ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით. არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობა.

3. ფაკულტეტის საბჭო:

ა) უფლებამოსილია განსაზღვროს ის  საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ფაკულტეტზე;

ბ) ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურისა და ფაკულტეტის დეკანის ვიზირების საფუძველზე იხილავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის საფინანსო–საბიუჯეტო მოთხოვნას;

დ) ამტკიცებს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმას;

ე) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის დებულებას (საფაკულტეტო სტრუქტურით) და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) უფლებამოსილია,   დეკანისათვის            დაკისრებული           მოვალეობების           არასათანადოდ შესრულების ან/და   დეკანისათვის            შეუფერებელი            საქმიანობის    განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 2/3-ის მოთხოვნით, მიმართოს რექტორს დეკანისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე;

ზ) ახორციელებს ამ დებულებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 

 

მუხლი 16. ფაკულტეტის დეკანი

1. ფაკულტეტის დეკანს თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრებასთან შეთანხმებით;  ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.   

2. დეკანად შეიძლება დაინიშნოს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც წარმოადგენს ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს. 

3. ფაკულტეტის დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სამოქმედო გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს, ფაკულტეტის დებულებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს,  ფაკულტეტის საბჭოს  გადაწყვეტილებების შესრულებაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს წერილობით რეზოლუციებსა და სამსახურებრივ მითითებებს;

ე) ახორციელებს ამ დებულებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია, შემდეგ შემთხვევებში:

ა) რექტორისა და დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების ერთობლივი მოტივირებული გადაწყვეტილებით;

ბ) საკუთარი განცხადებით;

გ) აკადემიურ თანამდებობაზე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში;

დ) გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო–უკვლოდ დაკარგულად აღიარების, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 17. ლაბორატორია, კლინიკა  ან/და კაბინეტი

  1. ლაბორატორია, კლინიკა, კაბინეტი წარმოადგენს ფაკულტეტის სტრუქტურულ სასწავლო ან/და კვლევით ერთეულს, რომლის არსებობასაც ითვალისწინებს ფაკულტეტის მიერ რეალიზებული  საგანმანათლებლო პროგრამა.
  2. ლაბორატორიის, კლინიკის, კაბინეტის მუშაობის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით ან ლაბორატორიის, კლინიკის, კაბინეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.

 

თავი 4. ადამიანური რესურსები


მუხლი 18. ადმინისტრაციული პერსონალი

1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება: 

–        რექტორი;

–        ვიცე-რექტორი;

–        ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი;

–        ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

–        ფაკულტეტის დეკანი;

        უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული პირები, რომლებსაც სტრატეგიული       გეგმის             შესაბამისად   ენიჭებათ        კონკრეტული             ამოცანების     და ქვეამოცანების განხორციელების პასუხისმგებლობა.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის (გარდა რექტორის) თანამდებობაზე განწესება ხდება რექტორის ბრძანებით.

3. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულებები.

4. უნივერსიტეტის      რექტორთან    შრომის           ხელშეკრულებას        აფორმებს        დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრება.

5. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს, გამონაკლის შემთხვევაში, უნივერსიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე, რექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება იმავდროულად ეკავოს  სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა.  

 

მუხლი 19. აკადემიური პერსონალი 

1.  აკადემიური პერსონალი

ა) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან, ასოცირებული პროფესორებისაგან,  ასისტენტ-პროფესორებისაგან და ასისტენტებისაგან;

ბ) პროფესორები, ასოცირებული პროფესორები და ასისტენტ–პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა ან/და სამეცნიერო კვლევებში ან/და წარმართავენ მათ;

გ) ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში;

დ) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.

2.  აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი

ა) აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით;

ბ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება 4 წლის ვადით;

გ) ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება 3 წლის ვადით;

დ) ღია კონკურსის ჩატარების, მათ შორის, თარიღისა  და საკონკურსო კომისიის განსაზღვრის გადაწყვეტილებას, ფაკულტეტების შუამდგომლობით, იღებს აკადემიური საბჭო;

ე) საკონკურსო პირობებს ადგენს აკადემიური საბჭო, ფაკულტეტების წინადადებათა გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით;

ვ) ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება; 

ზ) კონკურსის ჩატარების თარიღი და საკონკურსო პირობები ქვეყნდება საკონკურსო განაცხადებისა და თანდართული საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.  პროფესორი

3.1. 4 წლით პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) აქვს სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; 

დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;

ე) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

3.2. უვადოდ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის 3.1. ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა);

გ) თანახმაა, 5 წელიწადში ერთხელ გაიაროს სავალდებულო ატესტაცია, ამ დებულებით დადგენილი წესით.

4.  ასოცირებული პროფესორი

4.1. 4 წლის ვადით ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; 

დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს;

ე) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

5.  ასისტენტ–პროფესორი

5.1. 3 წლის ვადით ასისტენტ– პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი:

ა) რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც   აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; 

ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

ბ.ა)   აქვს პროფესიული გამოცდილების 3  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

ბ.ბ) გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

5.2. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები.

5.3.  ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

6.  ასისტენტი

6.1. 3 წლის ვადით ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან არის დოქტორანტი ან/და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით;  შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

–    აქვს პროფესიული გამოცდილების 2  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და –   გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

ბ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

7. ღია კონკურსის ჩატარების წესი

ა) აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით;

ბ ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას, ფაკულტეტების შუამდგომლობით, იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რის საფუძველზეც გამოიცემა რექტორის ბრძანება, სადაც სავალდებულო წესით აისახება: –  ღია კონკურსის გამოცხადების თარიღი;

–    ვაკანტური ადგილების ოდენობა და მიმართულება;

–    კონკურსანტებისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია, მათ შორის, პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე უვადოდ არჩევის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებით წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია, უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე ასარჩევი აკადემიური პერსონალის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებით წარმოსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია;

–    საკონკურსო განცხადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღები; განცხადებების მიღების ადგილი;

–    საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი;

–    კონკურსის  საჯაროობის უზრუნველყოფის წესი; 

გ) ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ყალიბდება პროფესიული/დარგობრივი ნიშნით, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისაგან, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი უნივერსიტეტში საშტატო აკადემიურ თანამდებობებზე; გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირის შეყვანა; ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;

დ) საკონკურსო კომისიის ქვორუმი არის, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც;

ე)  საკონკურსო კომისიის სხდომას იწვევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე;

ვ) საკონკურსო კომისიის სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი;

ზ) საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე განიხილავს შემოსული განცხადებებისა  და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას საკონკურსო პირობებთან და არკვევს ხომ არ არის კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველი; კონკურსანტის დისკვალიფიკაციის თაობაზე საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობით; ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმდჯომარის ხმა;

თ) საკონკურსო კომისიის პირველ სხდომაზე წარმოდგენილი საკონკურსო კომისიის წევრებს შორის პროფილის შესაბამისად ნაწილდება საკონკურსო განაცხადები და თანდართული სილაბუსები/სამეცნიერო ნაშრომები, შესწავლისა და დასკვნის წარმოსადგენად;

ი) საკონკურსო კომისიის მეორე სხდომაზე (საჭიროების შემთხვევაში – დამატებით სხდომაზე) ხდება წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადებისა და კონკურსანტების თაობაზე შედგენილი  დასკვნების გაცნობა და შეფასება;

კ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის ვაკანსიაზე თითოეული პრეტენდენტი ფასდება 10 ქულის ფარგლებში, სადაც 4 ქულა ნაწილდება  პედაგოგიურ გამოცდილებასა და პროფესიულ მიღწევებზე, 3 ქულა – სამეცნიერო მიღწევებზე, 3 ქულა – წარმოდგენილ სილაბუსებსა და მასში ასახულ სწავლების მეთოდოლოგიაზე; ასისტენტ-პროფესორის ვაკანსიაზე პრეტენდენტი ფასდება იგივენაირად ან პროფესიული გამოცდილებისა და სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციებისა და სამეცნიერო ან პედაგოგიური გამოცდილების ანალიზის საფუძველზე – ასევე 10 ქულის ფარგლებში; ასისტენტის ვაკანსიაზე პრეტენდენტი ფასდება აკადემიური ხარისხის, პროფესიული გამოცდილებისა და სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაცი(ებ)ის ანალიზის საფუძველზე 10 ქულის ფარგლებში;

ლ) თითოეულ კონკურსანტს  საკონკურსო კომისიის წევრები აფასებენ ინდივიდუალურად, რის შემდეგაც დგება მისი რეიტინგული გაშუალებული ქულა;

მ) გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი/კანდიდატები, რომელიც/რომლებიც დააგროვებს/დააგროვებენ სხვებზე უფრო მაღალ რეიტინგულ ქულას, მაგრამ არა ნაკლებ 5– სა;

ნ) იმ შემთხვევაში, თუ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად წარმოდგენილი იყო 1 პრეტენდენტის განცხადება, ის გამარჯვებულად ცხადდება, თუ მისი შეფასების გაშუალებული ქულა არ არის 5–ზე ნაკლები;

ო) ერთსა და იმავე ვაკანსიაზე, ერთზე მეტი კონკურსანტის მიერ თანაბარი რეიტინგული ქულის მოპოვების შემთხვევაში, საკონკურსო კომისია განმეორებით აფასებს ამ კონკურსანტებს დამატებით სხდომაზე; საკონკურსო კომისია უფლებამოსილია ამ შემთხვევაში გაესაუბროს შესაბამის კონკურსანტებს; გამარჯვებულის (უპირატესობის მქონე პრეტენდენტის) გამოვლენა ხდება ამ პუნქტის კ), ლ) და მ) ქვეპუნქტების შესაბამისად; 

პ) საკონკურსო კომისია კონკურსში გამარჯვებულ პროფესორებთან დაკავშირებით, მათი განცხადებისა და წარმოდგენილი და შესწავლილი დამატებითი საკონკურსო დოკუმენტაციის  საფუძველზე, შეიმუშავებს დასაბუთებულ დასკვნას პროფესორად უვადოდ არჩევის თაობაზე, რაც უნდა აისახოს სხდომის ოქმში;

ჟ) საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით; ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმდჯომარის ხმა; საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. გასაჩივრებადია აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე განწესების შესახებ რექტორის ბრძანება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. უვადოდ არჩეული პროფესორის სავალდებულო ატესტაცია

8.1. სავალდებულო ატესტაციის მიზანია უვადოდ არჩეული პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევების დადასტურება (განმეორებითი აღიარება); 

8.2. სავალდებულო ატესტაციას უვადოდ არჩეული პროფესორი გადის 5 წელიწადში ერთხელ;

8.3. სავალდებულო ატესტაცია ტარდება შესაბამის საგანმანათლებლო ერთეულის ფარგლებში (ფაკულტეტზე);

8.4. საატესტაციო კომისიის შემადგენლობასა და ჩატარების ვადებს, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი, ბრძანებით; საატესტაციო კომისიის შემადგენლობა დგება პროფესიული/დარგობრივი ნიშნით, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებისაგან და მასში არ შეიძლება იყვნენ შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე მყოფი პირები; ამავე ბრძანებით განისაზღვრება საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი;

8.5. საატესტაციო კომისიის ქვორუმი არის, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც;

8.6. საატესტაციო კომისია/კომისიები მუშაობენ ამ დებულებით საკონკურსო კომისიისათვის განსაზღვრული წესით; გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით;

8.7. უვადოდ არჩეული პროფესორის მიერ საატესტაციო კომისიას წარედგინება შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ბოლო 5 წლის მანძილზე წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში გამოქვეყნებული  სამეცნიერო ნაშრომი/ნაშრომები;

ბ) ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მონაწილეობის ფორმატის აღწერით;

გ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოცემული სახელმძღვანელოები/დამხმარე სახელმძღვანელოები / მონოგრაფიები;

დ) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო დისციპლინის/დისციპლინების  განახლებული  სილაბუსი/სილაბუსები;

8.8. სავალდებულო ატესტაციისას საატესტაციო კომისიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარედგინება იმ საგანმანათლებლო პროგრამის  შეფასების უახლესი შედეგები, რომლის რეალიაზაციაშიც ჩართულია პირი;

8.9. საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესორის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, ასევე უნივერსიტეტში მასზე არსებული მონაცემებისა და  იმ საგანმანათლებლო პროგრამის  შეფასების უახლეს შედეგებს, რომლის რეალიზაციაშიც ჩართულია პროფესორი;

8.10. საკონკურსო კომისიის მიერ ფასდება შემდეგი კომპონენტები: პროფესიული მიღწევები, სამეცნიერო მიღწევები;

8.11. თითოეული კომპონენტის შეფასება ხდება ერთ-ერთი შემდეგი შეფასებით:

ა) კარგი - სრულად შესაბამისი;

ბ) დამაკმაყოფილებელი - ძირითადად შესაბამისი;

გ) არადამაკმაყოფილებელი - შეუსაბამო. 

8.12. საატესტაციო კომისია ატესტაციას დაქვემდებარებულ თითოეულ პროფესორზე იღებს შემდეგ კონსოლიდირებულ გადაწყვეტილებას:

ა)სრულად დასტურდება პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული/სამეცნიერო მიღწევები (კარგი შეფასებით ორივე კომპონენტში);

ბ)ნაწილობრივ დასტურდება პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული/სამეცნიერო მიღწევები  (დამაკმაყოფილებელი შეფასებით, მოეთხოვება საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესრულება ერთ ან ორივე კომპონენტში);

გ) აღარ დასტურდება პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული/სამეცნიერო მიღწევები (ერთ-ერთ კომპონენტში - არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღებისას).

8.13. იმ  შემთხვევაში, თუ საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პირი აღარ შეესაბამება დაკავებულ აკადემიურ თანამდებობას, რექტორი ბრძანებით ვადაზე ადრე წყვეტს ამ პირთან დადებულ უვადო შრომის ხელშეკრულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; აღნიშნული არ უზღუდავს პირს უფლებას:

ა)  გადავიდეს ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე, მაგრამ არა უმეტეს, პროფესორად არჩევის თარიღიდან  4  წლისა;

ბ)  ღია საკონკურსო წესით დაიკავოს პროფესორის აკადემიური თანამდებობა უნივერსიტეტში, ვადიან საფუძველზე;

8.14. ამ მუხლის 8.12 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით;

8.15. ამ მუხლის 8.12 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამავე მუხლის 8.13 პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის ბრძანებასთან ერთად.

9. აკადემიურ პერსონალთან დასადები შრომის ხელშეკრულების ფორმები (კატეგორიები) მტკიცდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.
10. აკადემიური პერსონალის  აფილირების საკითხები რეგულირდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
12. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტის აკადემიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. 
13. აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები

ა) აკადემიურ თანამდებობაზე განწესებული პირის შრომის ანაზღაურების ოდენობა (დადგენილი მექანიზმით), ასევე გადახდის პირობები, განისაზღვრება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, ინდივიდუალურად;

ბ) დამსაქმებელი და დასაქმებული უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ სახელფასო სარგოს განსაზღვრის სპეციალურ პირობებზე (დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისად, საათობრივი დატვირთვის მოცულობის შესაბამისად და სხვ.). 

14. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ დებულების შესაბამისად;

ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო დისციპლინის პროგრამის (სილაბუსის) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ)        განახორციელოს        საქართველოს             კანონმდებლობით     მათთვის         მინიჭებული   სხვა უფლებამოსილება.

15. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ დებულებისა და უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროცესის მარეგულირებელი  აქტების მოთხოვნები;

ბ) დაიცვას უნივერსიტეტის შინაგანაწესი და ეთიკური ნორმები;

გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;

დ) კვალიფიკაციის ამაღლებისა ან/და სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

16. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ თავისუფლებას;

ბ) ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

17. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მასთან დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ცალკეულ შემთხვევებში, ასევე  ამ დებულებით.

 

მუხლი 20. საპატიო დოქტორი

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 

 

მუხლი 21.  მოწვეული (არასაშტატო) პერსონალი

1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–40 მუხლის მე–6 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე ამავე ფაკულტეტის მიერ რეალიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მოწვევა, მათი საშტატო განრიგით გათვალისწინების გარეშე (არასაშტატოდ), შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, საათობრივი ანაზღაურების წესით.

2. მოწვეული არასაშტატო პერსონალია – უფროსი მასწავლებელი და მასწავლებელი.

  • უფროს მასწავლებლად მოიწვევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან სხვა კვალიფიციური პირი, რომელიც არის  სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი  ან გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილებითა და სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
  • მასწავლებლად მოიწვევა დოქტორანტი ან სხვა კვალიფიციური პირი, რომელიც უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს და რომლის კვალიფიკაციაც დასტურდება არანაკლებ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილებითა და სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით.
  • შესაბამისი ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე ამავე ფაკულტეტის მიერ რეალიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სხვა ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი იმავე აკადემიური პოზიციით (მოწვეული პროფესორი/ მოწვეული ასოცირებული პროფესორი/ მოწვეული ასისტენტ–პროფესორი/ მოწვეული ასისტენტი).
  • მოწვეულ პერსონალთან  ფორმდება „C“ კატეგორიის ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 1 სასწავლო წლის ან სემესტრის მანძილზე.
  • მოწვეული (არასაშტატო) პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლებისა და მასთან დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ცალკეულ შემთხვევებში, ასევე  ამ დებულებით.

 

მუხლი 22. დამხმარე პერსონალი

1. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება უნივერსიტეტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები.

2. დამხმარე პერსონალის თანამდებობაზე განწესება ხორციელდება რექტორის ბრძანებით; მათთან ფორმდება შრომის ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დამხმარე პოზიციებზე, რომელსაც არ ითვალისწინებს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხა,  უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დასაქმდნენ პირები შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

თავი 5. სტუდენტი


მუხლი 23. სტუდენტის უფლებები

1. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს კვლევაში;

გ) უნივერსიტეტის დებულებით, შინაგანაწესითა და სხვა შიდასაუნივერსიტეტო აქტებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭრისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის და ფაკულტეტის საბჭოში ამ  დებულების შესაბამისად;

ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინიციატივის შესაბამისად;

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის და უნივერსიტეტის შიდააქტების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია ან სხვა სახის შეღავათი;

თ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ი) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო  პროგრამის შემუშავებაში;

კ) განახორციელოს       საქართველოს                 კანონმდებლობით      მისთვის             მინიჭებული   სხვა უფლებამოსილებანი.

2. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს  მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელ პირობებს, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტისათვის უზრუნველყოფილია უნივერსიტეტში თავისუფალი გადაადგილება; იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის შენობის რომელიმე ნაწილში შეუძლებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტის გადაადგილება, უნივერსიტეტი ვალდებულია უნივერსიტეტის ამ ნაწილში განთავსებული სასწავლო ინვენტარით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი უზრუნველყოს უნივერსიტეტის შენობის იმ ნაწილში, რომელშიც  მისი მარტივი გადაადგილება უზრუნველყოფილია; იმ შემთხვევაში, თუ შ.შ.მ. სტუდენტი ვერ გადაადგილდება უნივერსიტეტის პერსონალის კაბინეტამდე, თავად ეს პერსონალია ვალდებული შ.შ.მ. სტუდენტი მიიღოს უნივერსიტეტის შენობის ამ სტუდენტისათვის ხელსაყრელ ნაწილში.
3. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა ან უნივერსიტეტის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. 

4. უნივერსიტეტს ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სტუდენტის ქცევა ეწინააღმდეგება საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის უზრუნველმყოფ სტუდენტის ეთიკის ნორმებს.

5. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, სამართლიანი პროცედურის გზით. უნივერსიტეტი შეიმუშავებს სტუდენტის ეთიკურ ნორმებს, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს  შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უნივერსიტეტი ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 24. სტუდენტის ვალდებულებები

1.  სტუდენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას უნივერსიტეტის  დებულება და შინაგანაწესი;

ბ) შეასრულოს             სასწავლო        პროცესთან     დაკავშირებული        უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო აქტები, მათ შორის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებები, რექტორის ბრძანებები;

გ) შეასრულოს საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული „სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების და შეწყვეტის, მობილობის, ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესების“ შესაბამისად.

 

მუხლი 25. სტუდენტური  თვითმმართველობის  უფლებები

1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა.

2. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3.  სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში ფაკულტეტის საბჭოში  მონაწილეობის გზით;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს და აკადემიურ საბჭოს;

დ) განახორციელებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

 

თავი 6.უნივერსიტეტში სტუდენტის მიღების საფუძველი


მუხლი 26. საბაკალავრო და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების ზოგადი წესი

  1. საბაკალავრო და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის მიღება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
  2. აბიტურიენტთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით  უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია მხოლოდ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

მუხლი 27. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ზოგადი წესი

1. სამაგისტრო             საგანმანათლებლო     პროგრამებზე             სტუდენტთა   მიღების          მიზნით უნივერსიტეტი ერთიანდება ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში.

2. უნივერსიტეტის მიერ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მისაღებად განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 

3. მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით უნივერსიტეტში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია მხოლოდ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ შემთხვევაში, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება მოიპოვება მხოლოდ  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნივერსიტეტის მიერ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მისაღებად განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვით.

 

თავი 7. საგანმანათლებლო პროგრამები

 

მუხლი 28. აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები

1. უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს:

ა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები (პირველი საფეხური); საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით არანაკლებ 240 კრედიტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მფლობელ პირს; ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად, სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;

ბ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, გათვალისწინებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლით (გათანაბრებული მეორე საფეხურთან);  დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით 300 კრედიტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება დიპლომირებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი;

გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები (მეორე საფეხური); სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით არანაკლებ 120 კრედიტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი; მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს; მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება; სპეციალობის შეცვლა (გარდა, რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა); კვალიფიკაციის ამაღლება; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებელ ჩატარებას, რომელთა საფუძველზეც იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარმოდგენას.

2. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს, როგორც წესი, 60 კრედიტს.

3. სწავლის ყოველი საფეხურის დაძლევის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი, სტანდარტული დანართით.

4. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.

5. უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და მის შესაბამისად სხვა საგანმანათლებლო პროგრამები, გარდა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამისა.

 

მუხლი 29. სწავლების ენა

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენაა – ქართული,  ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში, აგრეთვე – უცხო ენა.

 

თავი 8. ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა

 

მუხლი 30. ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელება

1. უნივერსიტეტი ხელს უწყობს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას; აფინანსებს აკადემიური პირების მივლინებას პარტნიორ უნივერსიტეტებში; იწვევს ან იღებს უცხოელ ლექტორებს ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში.

2. უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტების მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტებში, საგანმანათლებლო კომპონენტის ასათვისებლად; იწვევს ან იღებს უცხოელ სტუდენტებს ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში.

3. გამოცდილების მიღების და გაზიარების მიზნით, ახორციელებს ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა მივლინებას პარტნიორ უცხოურ უნივერსიტეტებში.

4. უნივერსიტეტი ააქტიურებს თანამშრომლობას უცხოეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან და აფორმებს ახალ ხელშეკრულებებს.

5. უნივერსიტეტი ორგანიზებას უწევს საერთაშორისო საზაფხულო სკოლებს და იზიდავს უცხოელ სტუდენტებს.

 

თავი 9. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია


მუხლი 31. უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, უნივერსიტეტის დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
სასარგებლო ბმულები