ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა და მისი უცხოური პარნტიორების, მათ შორის, საზღვარგარეთის სასწავლო და სამენცნიერო დაწესებულებების საქმიანი ურთიერთობების კოორდინაციას, ასევე უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერას უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის მენეჯერი.


საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის განყოფილება შეიმუშავებს თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის განვითარების გეგმის პროექტს, რომელსაც წარუდგენს აკადემიურ საბჭოს განსახილველად; აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოეთის შესაბამის ორგანიზაციებთან და სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან თჰუ-სთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით; ამზადებს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების, ასევე სტუდენტური გაცვლისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების პროექტებს; ახორციელებს თჰუ-ს დელეგაციების საზღვარგარეთის პარტნიორ ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში ვიზიტების, ასევე უცხო ქვეყნების რეზიდენტი პარტნიორი ორგანიზაციებისა და სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებების დელეგაციების საქართველოში ვიზიტების ორგანიზებას; უზრუნველყოფს თჰუ-ს საქმიანობისა და მის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამების უცხოეთში, მათ შორის უცხოურ ვებ-გვერდებზე პოპულარიზაციის პროცესის მხარდაჭერას; ახორციელებს თჰუ-ში სწავლის სურვლის მქონე უცხოელებისა და თჰუ-ს უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერასა და საინფორმაციო უზრუნველყოფას.


საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური

ტელ: +995 32 254 59 08

ელ-ფოსტა: international@thu.edu.ge


თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები:

 

აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  

 

აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  

 

ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  

 

შეთანხმება ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის  


ბოგომოლეცის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  

 

ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  

 

მიკოლას რომერის უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  

 

ინსუბრიის უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი ურთერთთანამშრომლობის შესახებ  


პიტესტის უნივერსიტეტსა (რუმინეთი) და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება ურთერთთანამშრომლობის შესახებ  

 

ლატვიის უნივერსიტეტსა (ლატვია) და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი ურთერთთანამშრომლობის შესახებ  

 

განათლებისა და სამეცნიერო ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრსა და შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  

 

შიაულიაის უნივერსიტეტსა (ლიტვა, ქ. შიაულიაი) და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ  

 

ევროაზიურ ღია უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  

 

DMEDICAL-სა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის შეთანხმება   

 

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა სტაჟირება გერმანიაში   

 
სასარგებლო ბმულები