ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ფილოლოგიის დოქტორი, სლავური ფილოლოგიის პროფესორი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია აკადემიური საბჭოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვალენტინა საყვარელიძემ 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი, სპეციალობით ავიახელსაწყოთმშენებლი, ხოლო 2000 წელს აკადემიკოს ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის  ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით. გავლილი აქვს ტრენინგები ეკონომიკის სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენის სტილისტიკისა და მეტყველების კულტურის სპეციალობით, ასევე E-LEARNING დისტანციური განათლების მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს რუსული ენის სტილისტიკასა და მეტყველების კულტურის, ასევე რუსული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში სამეცნიერო შრომები.

 

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ეკონომიკის მიმართულებით. 2011 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მოწვეული ლექტორის სტატუსით მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იკავებდა ასოცირებული პროფესორის თანამდებობას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იგი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ, ბრემენის, ზაარლანდის, ბერლინის ტექნიკურ და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიების (DAAD), ასევე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო სტატია, არის 1 მონოგრაფიის ავტორი და 2 წიგნის თანაავტორი.

 

1985 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდილი ფაკულტეტი. 1995 წლიდან არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდილი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. საქართველოს ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში და არის თანაავტორი (მუხ: 581-606). არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1998-2007 წლებში იყო თსუ-ს კახეთის მხარის (სიღნაღის) ფილიალის იურიდილი ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

 

დამთავრებული აქვს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ასპირანტურა. დაცული აქვს საკანდიტატო დისერტაცია სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, 2006 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციების კურსს კერძო სამართლის მიმართულებით საქართველოს და კავკასიის უნივერსიტეტების მაგისტრატურაში, ასევე სულხან-საბასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო  უნივერსიტეტში. არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. არის თხუთმეტამდე სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიისა და ბროშურის ავტორი, რამდენიმე მონოგრაფიის რედაქტორი და რეცენზენტი. კერძო სამართლის მიმართულებით სამი დოქტორანტის ხელმძღვანელი, ორმოცდაათამდე სადიპლომო და დოქტორანტთა სასემინარო ნაშრომის ხელმძღვანელი. ერთი სადოქტორო და სამი საკანდიდატო დისერტაციის ექსპერტი,  ორი საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და სამეცნიერო კონფერენციაში. "ნადიბაიძე და პარტნიორები"-ის დამფუძნებელი, ადვოკატი და ხელმძღვანელი.

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, წარჩინებით დაამთავრა სოხუმის აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით;  1986 წელს  დაიცვა თბილისში დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 2002 წელს მოსკოვში  დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 2003 წლიდან არის პროფესორი. მონაწილეობა მიღებული აქვს  მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში(გერმანია, რუსეთი, ბელგია, საქართველო). 1992-2004 წლებში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის, ფინანსთა და ეკონომიკის,
ფინანსთა მინისტრია. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ლექციებს კითხულობს 1984 წლიდან, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლიდან ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრაზე. არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის,  მათ შორის 3 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი სხვადასხვა ენებზე; იყო ექსპერტი საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამისა ეკონომიკისა და სამართლის ცენტრში ჰანოვერში (გერმანია) 2004-2006 წლებში. არის სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელძღვანელოების რეცენზენტი; სტუდენტთა სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების ხელმძღვანელი და რეცენზენტი;  2004-2005 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიარა ტრენინგები და იყო აკრედიტაციის საბჭოს საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2010-2012 წლებში თბილისის უნივერსიტეტში „მეტეხი“ სადისერტაციო საბჭოს წევრია; არის რამოდენიმე სადოქტორო ნაშრომის ოფიციალური ოპონენტი, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის  ორდენით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით. არჩეულია საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

 

1972 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სრული კურსი, სპეციალობით ბიოლოგია.  ბიოლოგი, ბიოლოგიისა და ქიმიის  მასწავლებელი. 1996 წელს მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მაძიებელის კვალიფიკაცია, კვლევის სფერო ნეიროფიზიოლოგია, ქცევათმეცნიერება. 1997 წ. მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა  ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2002 წ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება. 2004 წ. 21 დეკემბრის “უმაღლესი განათლების შესახებ”    საქართველოს  კანონის 89-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამჟამად მოღვაწეობს როგორც მიწვეული პედაგოგი. 2010 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ჯანდაცვის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის თანამდებობას.  კითხულობს სალექციო კურსს ნორმალურ ფიზიოლოგიას და ნორმალურ ანატომიაში. არის არაერთი სამეცნიერი ნაშრომის ავტორი. მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმებში.

 

2005 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფილტვის დაზიანების მორფოგენეზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს“. ეწვა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2006 წლიდან დღემდე  მუშაობს პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში  ასოცირებულ პროფესორად; 2007 წლიდან დღემდე „დედათა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში“ იკავებს ექიმი-მორფოლოგის თანამდებობას. 2009 წლიდან მუშაობს შპს „ჯანმრთელობის ცენტრის“ ციტოლოგიური და მორფოლოგიური განყოფილების გამგედ. 2009-2011 წლებში იყო თბილისი დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. არის არაერთი სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელი და 10-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 2010 წლიდან არის სქართველოს პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაციის წევრი. 2012 წლიდან დღემდე  იმყოფება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის  პროფესორად.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2000 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  მიენიჭა მედნიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. არის 87 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. აქვს არაერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე  პედაგოგიური მოღვაწეობის ხანგრძლივი სტაჟი. კითხულობს ლექციებს შინაგან მედიცინაში, კარდიოლოგიასა და გერიატრიაში, როგორც ქართულ ასევე რუსულ ენაზე. არის ექვსი სადოქტორო დისერტაციისა და ათი საკანდიდატო დისერტაციის საექსპერტო კომისიის წევრი. უკავია „საქართველოს გერონტოლოგთა და გერიატრთა საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 1982 წლიდან  მუშაობს თერაპიის ს/კ  ინსტიტუტში, თერაპიული განყოფილების გამგედ; 2012 წლიდან  მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოწვეულ სპეციალისტად. ასევე 2010 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის თანამდებობას.


მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 2008 წლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში. კითხულობს ლექციებს შემდეგ სასწავლო დისციპლინებში: ყბა-სახის ქირურგია, თერაპიული სტომატოლოგია და ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია. 2010-2012 წლებში მუშაობდა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად. 2012 წლიდან მუშაობს სს „ევექსში“ ყბა - სახის ქირურგად, არის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე 2002 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებსა და შპს „ლანცეტის“ ყბა-სახის ქირურგიის სამსახურს. 2012 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მუშაობს  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

 

მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების  ს/კ  ინსტიტუტის (თბილისი 2002 წელი) მიერ. 1995-2003 წლებში მუშაობდა ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების პროფესორად, „ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის“  საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელად. ოთხი მონოგრაფიის, ერთი სახელმძღვანელოს და სამოცდაორზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; არის ჟურნალ „გადასახადების“ რედაქტორი;  მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ-ეკონომისტად საგრანტო პროგრამაში „მცირე ბიზნესის განვითარება“ EED - გერმანია, ბონი და 2009 წელს საგრანტო პროგრამაში „სიღარიბის დაძლევის გზები“  მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორად.

 

 

მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პროკურატურის, კონტროლის პალატისა და იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურებში საჯარო თანამდებობებზე. სამეცნიერო და პედაგოგიური სამუშაოს პარალელურად სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრ"-ში ახორციელებს საექსპერტო საქმიანობას. ეკავა აკადემიური თანამდებობა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

თჰუ-ს პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 2003 წელს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 1994-2016 წწ. უძღვება სალექციო კურსებს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში

 

ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისური მიმართულების ხელმძღვანელი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სალექციო კურსებს. აქვს გავლილი მრავალი უცხოური საერთაშორისო და ადგილობრივი საკვალიფიკაციო ტრენინგ-სემინარები; არის 2 სახელმძღვანელოს და 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმღვანელი, რამოდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში და სხვა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებში. ამჟამად, თჰუ-ს გარდა მუშაობს კავკასიის უნივერსიტეტში და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით სტომატოლოგი, კვალიფიკაციით ექიმი-სტომატოლოგი; 2002 წელს დაამთავრა სემაშკოს სახელობის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატურა. 2005 წ. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „პაროდონტის მდგომარეობის წინაკლინიკური დიაგნოსტიკა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ჰიპოდინამიის და კოსმოსური გაფრენის (სივრცეში ფრენის) დროს", რის შემდეგაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი, ორგანიზაციების მენეჯმენტის სპეციალობით. საერთო სამუშაო სტაჟი შეადგენს 21 წელს, სტომატოლოგიის დარგში კი 16 წელს. ასევე არის 10-მდე მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის  ავტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი და თერაპიული სტომატოლოგიის წრის ხელმძღვანელი. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული საწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. 2002 წ. გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გერმანიის ქ. ჰასფურტში, კლაუს ფოილნერის სტომატოლოგიურ კლინიკაში. 2001-2006 წლებში.  სადისერტაციო თემაზე ,,ქრონიკული რეციდიული აფთური სტომატიტის რისკის ფაქტორები და მკურნალობის ოპტიმიზაცია“ მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში. 2006 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.  2012 წელს იყო დ. აღმაშენებლის სახელობის  სამედიცინო უნივერსიტეტში  რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი,  2013 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, სადაც კითხულობს ლექციებს თერაპიულ სტომატოლოგიაში.  არის მრავალი სამედიცინო პროგრამის მონაწილე, არაერთი სერთიფიკატის მფლობელი და 10-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.

 

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი; 1992 წელს წარჩნებით დაამთავრა თსსუ სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობით – სამკურნალო საქმე. 1992–1994წწ. სწავლა გააგრძელა კლინიკურ ორდინატურაში ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და კატასტროფათა მედიცინის კათედრაზე. 1994–1997 წწ. სწავლა გააგრძელა  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა.ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში და ამავდროულად, 1992 წლიდან დღემდე მუშაობს დაიწყო აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში ექიმ–რეანიმატოლოგად. 1999 წ. დაიცვა დისერტაცია სპეციალობით – პათოლოგიური ანატომია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2000 წლიდან დღემდე მუშაობს ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა.ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური პათოლოგიის დეპარტამენტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 2000–2006წწ. იყო ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის კათედრის დოცენტი. 2010–2012წწ. წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო სამსახურის ხელმძღვანელი და ასოც. პროფესორი. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. კითხულობს სხვადასხვა  სალექციო კურსს თჰუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტზე.

 

მინიჭებული აქვს  სამართლის დოქტორის  აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სისხლის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. წლების განმავლობაში იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაცია-აკრედიტაციის ექსპერტი. არის სამეცნიერო სტატიებისა და  მონოგრაფიის ავტორი.

 

სამართლის დოქტორი, პროფესორი. 2006 წლიდან დღემდე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას კერძო სამართლის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2003-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წამყვან პოზიციებზე. 1999-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესსა და ქ. თბილისის საოლქო სასამართლოებში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო სტატია „საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის“ თემტიკაზე როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ჟურნალებში. არის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების რეცეზენტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და ფორუმში, მათ შორის ევრაზიის მულტიდისციპლინარულ და ქართულ-ავსტრიულ კონფერენციებში.  გავლილი აქვს თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პროფესიული განვითარების შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის (აშშ) ეგიდით - ლიდერთა გადამზადების კურსები. არჩეული იყო საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილედ, იმავდროულად ხელმძღვანელობდა საერთო სასამართლოების პროფესიულ კავშირს. ლიდერის სტატუსით უძღვებოდა შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრის (აშშ) - ტრენერთა გადამზადების კურსებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მოწვული სტუმრის სტატუსით პერიოდულად მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებში, სამართლის თემატიკის კუთხით. მიღებული აქვს საპატიო სიგელები და საერთაშორისო სერტიფიკატები. დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენით.

 

 
სასარგებლო ბმულები