ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

2013 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2017 წელს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მინიჭა მაგისტრის ხარისხი, 2018 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. 2013 წლიდან დღემდე კი იგი არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისიტეტის იურისტი. ამასთან იგი იკავებდა მოწვეული ლექტორის პოზიციას სამართლის ფაკულტეტზე. 2014 წლიდან დღემდე არის მის მიერ დაფუძნებული ააიპ „კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკთხთა კველევის ჯგუფის თავმჯდომარე და ტრენერი. ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი საკონსტიტუციო, საპოლიციო და სისხლის სამართალში; გავლილი აქვს ათობით ტრენინგი/სემინარი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციაში. არის რამდენიმე სტატიის ავტორი. ნიკა დუდაშვილი 2019 წლიდან ასევე არის აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურეობის კავშირი „დიოსკურია -2005“ - იურისტი. 2019 წლის 21 მარტის აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულია საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრ აკადემიკოსად. 2019 წლიდან ნიკა დუდაშვილი არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, იურიდიული სამსახურის უფროსი და არჩეულია სამართლის ფაკულტეტზე აფილირებული ასისტენტის თანამდებობაზე საჯარო სამართლის მიმართულებით.

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტი, კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი სპეციალისტი. 2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით. შემდგომ 2014 წელს ამავე უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი მაკროეკონომიკის განხრით. 2014 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. გავლილი აქვს ფინანსთა სამინისტროში სტაჟირება, მუშაობდა საქართველოს ბანკში, შემდგომ იტალიაში (უდინე) გაზისა და ელქტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებში (“ENEl” SPA, “MADE IN ENERGY” SPA). 2017 წლიდან საქმიანობას აგრძელებს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. ევროპულ ქვეყნებში გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ კურსები (პორტუგალია, იტალია და სხვა). აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს 10 მდე სამეცნიერო სტატია.

 

 
სასარგებლო ბმულები