ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

2013 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო 2017 წელს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მინიჭა მაგისტრის ხარისხი. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. 2013 წლიდან დღემდე კი იგი არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისიტეტის იურისტი. ამასთან იგი იკავებდა მოწვეული ლექტორის პოზიციას სამართლის ფაკულტეტზე. 2014 წლიდან დღემდე არის მის მიერ დაფუძნებული ააიპ „კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკთხთა კველევის ჯგუფის თავმჯდომარე და ტრენერი. ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი საკონსტიტუციო, საპოლიციო და სისხლის სამართალში; გავლილი აქვს ათობით ტრენინგი/სემინარი; მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციაში. არის რამდენიმე სტატიის ავტორი. ნიკა დუდაშვილი 2019 წლიდან ასევე არის აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურეობის კავშირი „დიოსკურია -2005“ - იურისტი. 2019 წლის 28 თებერვლის აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით არჩეულია საქართველოს ტაო კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის წევრად. ასევე იგი 2020 წლიდან გახლავთ ააიპ სამართლის მეცნიერთა აკადემიის წევრი. 2019 წლიდან ნიკა დუდაშვილი არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, იურიდიული სამსახურის უფროსი და არჩეულია სამართლის ფაკულტეტზე აფილირებული ასისტენტის თანამდებობაზე საჯარო სამართლის მიმართულებით.

 
 
სასარგებლო ბმულები