წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994), დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „დაცვის პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში“ (1997). გავლილი აქვს პრაქტიკა საადვოკატო ფირმა GEFFENS -ში (UK). 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2007 წლის 31 დეკემბერს, ფიცის დადების დღიდან.
|
1999 წლიდან ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას, 1999-2001 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 2001 წლიდან დღემდე არის ადვოკატი. არის რამოდენიმე სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა 2000 წლიდან. 2008-2009 წლებში იყო თბილისის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი. 2010 წლიდან 2015 წლამდე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის კერძო სამართლის კათედრის გამგე.
ნინო ძნელაძე - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი დანიშნულია 2019 წლის 29 მაისს. ნინო ძნელაძემ 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2000 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა, სამოქალაქო სამართლის სპეციალობით. ნინო ძნელაძე 1998 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, მას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. |