ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წელს, მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის კვალიფიკაცია საფინანსო და საბანკო საქმის სპეციალობით, ამასთანავე მაგისტრის ხარისხი სადაზღვეო საქმეში. 2018 წელს დაიცვა დისერტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თემაზე „ჯანდაცვაში არსებული რისკების პრევენციის მოდელები“ და მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. გავლილი აქვს ტრენინგ კურსები ინტერაქციული სწავლების მეთოდებში აკადემიური პერსონალისათვის. მონაწილეობა აქვს მიღებული მეწარმეობის სწავლების ზოგადი მოდულის შემუშავებაში. 2019 წლის იანვრიდან მუშაობს სსიპ საპენსიო სააგენტოში (მონაწილეთა მომსახურების განყოფილებაში). არის 6 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მუშაობს ჯგუფურ სახელმძღვანელოს პროექტზე.


ეკონომიკის დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით წარმოების ეკონომიკა და მართვა. მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი ეკონომიკაში. გაიარა UNDP-ს სასწავლო ცენტრისა და ERASMUS +PROJECT PRINTeL-ის ტრენინგ კურსები. 2000-2013 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში და იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. 2017 წლიდან მუშაობს თჰსუ-ში ასისტენტ პროფესორად ეკონომიკის მიმართულებით. ასევე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში ასოცირებულ პროფესორად. მიღებული აქვს მონაწილეობა კონფერენციებში და არის ოთხი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

 
სასარგებლო ბმულები