ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

2001 წელს დაამთავრა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, ეკონომიკისა და სოციალური გეოგრაფიის მიმართულებით, რეგიონალური პოლიტიკის სპეციალიზაციით. ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი. 2007 წლიდან დღემდე უძღვება სალექციო კურსებს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. უკანასკნელ წლებში, სოფიკო ჯვარშეიშვილს მინიჭებული აქვს არაერთი გრანტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს პლუსის“ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის უნივერსიტეტებში. 2018 წლის თებერვლიდან არის თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებზე და გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი.

 

მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია სტატისტიკის სპეციალობით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო, 1997წ.) მიერ; აგრეთვე ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი (2012წ.) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სადისერტაციო  საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.  2011-2015 წწ. მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ეროვნული ანგარიშების სამმართველოში). 2004-2015 წწ. იყო სხვადასხვა პროექტების და სამეციერო გრანტების მონაწილე. 1997 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; არის 8 სახელმძღვანელოს, მონოგრაფიისა და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.


 
სასარგებლო ბმულები