ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ფილოლოგიის დოქტორი, სლავური ფილოლოგიის პროფესორი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია აკადემიური საბჭოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, არის ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვალენტინა საყვარელიძემ 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი, სპეციალობით ავიახელსაწყოთმშენებლი, ხოლო 2000 წელს აკადემიკოს ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის  ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს რუსული ენის სტილისტიკასა და მეტყველების კულტურის, ასევე რუსული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში სამეცნიერო შრომები.

 

ფსიქოლოგიის დოქტორი, 1976-2002 წლებში მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრაზე უფროსი მეცნიერ თანამშრომლად, დოცენტად. 2002-2015 წლ.- თბილისის 198 საჯარო სკოლაში (მენტალური და ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლეების სპეციალიზირებული მიმართულების სკოლა) ფსიქოლოგად. 2013 - დღემდე გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულებაზე მოწვეული სპეციალისტი; 2015 წლიდან დღემდე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) მოწვეული სპეციალისტი; 2018 წლიდან დღემდე - კავკასიის უნივერსიტეტი, მოწვეული სპეციალისტი; 2017 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი (თჰუ) ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორი; გამოქვეყნებული აქვს 28 სამეცნიერი შრომა ფსიქოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის და სპეციალიზირებული სწავლების სფეროში.

 

ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისური მიმართულების ხელმძღვანელი; ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობს როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სალექციო კურსებს. აქვს გავლილი მრავალი უცხოური საერთაშორისო და ადგილობრივი  საკვალიფიკაციო ტრენინგ-სემინარები; არის 2 სახელმძღვანელოს და 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების რეცენზენტი და სამეცნიერო ხელმღვანელი, რამოდენიმე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორი.  აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში და სხვა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებში. ამჟამად, გარდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა მუშაობს კავკასიის უნივერსიტეტში და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

მანანა მათიაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მთარგმნელი, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თარგმანმცოდნეობის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრაზე თსუ სიღნაღის ფილიალსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტებში; თარგმნის საბავშვო ლიტერატურას, დრამატურგიასა და პოეზიას ინგლისური, ნორვეგიული და რუსული ენებიდან. არის თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ გამოქვეყნებული 11 სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი თარგმანები და ლიტერატურული წერილები იბეჭდება თანამედროვე ქართულ და ინგლისურენოვან ლიტერატურულ გამოცემებსა და ინტერნეტჟურნალებში.

 
სასარგებლო ბმულები