ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე წელს ჩაირიცხა საქ. მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ამავე წლიდან დღემდე მუშაობს ამ ინსტიტუტში. 1990-1997 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე. 2000-2004 წლებში მუშაობდა საქ. ენის სახელმწიფო პალატაში სამმართველოს უფროსის მოადგილედ. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ლექსიკონები, სასაუბროები, სტატიები).

 
სასარგებლო ბმულები