ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ნიკა დუდაშვილი - მინიჭებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2013 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი; გავლილი აქვს სხვადასხვა სახის კურსები და ტრენინგები; არის რამდენიმე ორგანიზაციის/­ასოციაციის წევრი/­თავმდჯომარე; 2012 წელს მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის იურისტად; 2013 წელს იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირებისა და სამართლებრივი დეპარტამენტების ასისტენტი; 2014 წელს იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინსტრუქტორ-კონტროლიორი; 2013 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის იურისტი; 2015 წლიდან დღემდე არის ააიპ კონსტიტუციურ-სამართლ­ებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფის თავმჯდომარე; 

 


 

ელენე გერმანოზაშვილი - 2009–2013წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე (სამართლის ბაკალავრი). თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 2013 წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის მაგისტრატურაში (სამართლის მაგისტრი). 2015 წელს ჩაირიცხა სდასუ-ს სამართლის სადოქტორო პროგრამაზე და ამჟამად არის დოქტორანტი. 2015 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (იურისტი) თანამდებობაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადახვა სახის ტრენინგებში და კონფერენციებში.



 

მარიამ ბოჭორიშვილი - 2009 წელს ჩაირიცხა და 2013 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 2015 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ამავე წელს ჩაირიცხა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის კურსები და ტრენინგები; 2013 წელს იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირებისა და სამართლებრივი დეპარტამენტების ასისტენტი; 2015 წელს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და ამ დროიდან არის ადვოკატის თანაშემწე. 2016 წლის ივნისიდან მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ასისტენტად.



 

ლაშა სალბიშვილი - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. ამჟამად არის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი.

 

 

 

 

 

 

 


 

თეონა გოშთელიანი - 2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარს სპეციალისტად. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სემინარებზე.

 

 

 

 

 

 


 

ემზარ ბაგაშვილი - 2009 წელს ჩაირიცხა და 2013 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. 2016 წელს სწავლა განაგრძო გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებზე და სემინარებზე. დღეის მდგომარეობით არის ლილო მოლის სპეციალური სერვისების სამსახურის მენეჯერი.

 

 

 

 



 

თეა აბულაძე - 2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რის შემგომაც ჩაირიცხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. ხოლო 2016 წლიდან დღემდე სწავლობს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. 2016 წლიდან დღემდე არის საინფრმაციო ცენტრის 09 -ის იურისტის თანაშემწე.

 

 

 

 

 

 


 

ნინო ბერუაშვილი - 2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა. 2014 - 2015 წლებში გაიარა სტაჟირება ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიულ სამსახურში, შემდეგ ჩააბარა საჯარო სამსახურში მისაღები გამოცდები და დაინიშნა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციულ სამსახურში სპეციალისტად. ხოლო 2016 წლიდან დღემდე სწავლობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

 

 

 



 

მარი ბერუაშვილი - 2016 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა და სწავლა გააგრძელა New Vision University - ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე შედარებით კერძო და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. აქტიურად ესწრებოდა ტრენინგ სემინარებს და მონაწილეობდა პროექტებში, მათ შორის “ლიდერთა სკოლა“, „გაეროს ასამბლეა საქართველოში“, „განათლება შეზღუდვების გარეშე“ სადაც იყო პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 2014-2015 წლებში იყო ა(ა)იპ „აქტიურ სტუდენტთა ასოციაციის“ წევრი, 2015-2016 წლებში იყო ა(ა)იპ „ყველას აქვს უფლება“-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“ საკანონმდებლო ცვლილებებზე წერდა დასკვნა-რეკომენდაციებს. არის რამოდენიმე სტატიის ავტორი.

 

 


 

მაია ყუშიტაშვილი - 2009-2013 წლებში იყო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი; 2013-2015 წლებში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი; 2015 წლიდან დღემდე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტია. 2013 წელს გაიარა გერმანიის ქ.ბრემენის საქალაქო სასამართლოში პრაქტიკა (სისხლის სამართალის მიმართულებით). 2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, იურისტის პოზიციაზე. 2016 წელს გახდა YES GEORGIAS ეგიდით განხორციელებულიპროექტ,,NATO-PA”-ს წლის საუკეთესო დელეგატი. მონაწილება მიღებული აქვს  სხვადასხვა სახის ტრეინინგებში⁄კომფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქართულ რეფერირებად ჟურნალებში.

 


 

 

ლექსო სვიმონიშვილი - 2012-2016 წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. 2012-2014 წლებშ იყო ა/ო "სპორტი ჯანმრთელი მომავლისათვის" პროექტების საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2014-2015 წლებშ მუშაობდა პ/გ "რეფორმატორები" სარევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე, ხოლო 2015-2017 წლებში პ/გ "რეფორმატორები" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. 2016 წელს სწავლა გააგრძელა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.


 

 

 


 

ქეთევან ყუფარაძე - 2010 წელს ჩაირიცხა და 2014 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 2014-2015 წლებში მუშაობდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხონის სამოქალაქო რეესტრში სპეციალისტის პოზიციაზე. 2015 წელს დაინიშნა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ. 2016 წელს დაინიშნა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსად. 2016 წელს გაიარა ონლაინ სასწავლო პროგრამა „თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები“ და მიენიჭა ოქროს სერთიფიკატი. 2016 წელს მიღებული აქვს მადლობის სიგელი სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახურის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში თანაშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სემინარებში.



 

მარიამ ჩოჩიშვილი - 2013 წელს ჩაირიცხა და სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2017 წელს მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 2014 წლიდან 2017 წლამდე იყო ამავე უნივერსიტეტის სტიპენდიანტი; 2014 და 2015 წლებში იყო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე; 2015 წელს გავლილი აქვს ა(ა)იპ ,,კონსტიტუციურ-სამართლებრივი საკითხთა კვლევის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი, ,,ადამიანის უფლებები და ადმინისტრაციული სამართალი“;(ბათუმი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო) 2016 წელს იყო სილქნეტის ქვეკომპანიის ,,სერვის ნეტ გრუპის“ სტაჟიორი; 2017 წელს იყო ა(ა)იპ ,,სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრის“ პრაქტიკანტი; 



 
სასარგებლო ბმულები