საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევა სწავლების მიზნით გაემგზავროს უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში.
ინფორაცია დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ
უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტების მუდმივი ინფორმირება საზღვარგარეთ სასწავლებლად უნივერსიტეტისა და სხვა ორგანიზაციების/ფონდების მიერ გამოცხადებული გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ. შესაბამისად, მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია ინფორმაცია დაფინანსებების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ.
http://mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის)
http://www.americancouncils.ge
www.cie.ge
www.study-in-europe.org
www.mastersportal.eu
http://www.britishcouncil.org/ge
http://ec.europa.eu/education/erasmus-mundus
http://www.scholarships-links.com/
http://www.eecalink.eu/?cat=home
http://www.distancelearningportal.com
http://www.studyportals.eu
http://www.scholarshipportal.eu/#basic
თბილისი ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტი მხარს უჭერს აკადემიურ მობილობას, ორგანიზებას უწევს სემინარებს/კონფერენციებს და ხელს უწყობს კვლევის განვითარებას.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო აქტივობა კვლევის კუთხით, შეიძლება გამოიხატოს:
• პარტნიორ უნივერსიტეტებთან დადებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული კვლევითი აქტივობით ან ახალი პროექტის ინიცირებით;
• რუსთაველის ფონდის კვლევითი გრანტის ფარგლებში;
• სხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში.
უნივერსიტეტი მხარს უჭერს და აფინანსებს სამეცნიერო საქმიანობას როგორც შიდა რესურსებით, ასევე გარე დონორების მოზიდვის გზით.
აკადემიური პერსონალის საერთაშორისო ვიზიტები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეუძლია განაცხადით მიმართოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შესაბამის საერთაშორისო კონფერენციაში, სემინარში, სხვა საერთაშორისო სასწავლო ან კვლევით ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვიზიტი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდეს.
დამატებით იხილეთ:
- https://conferencealerts.com
- https://www.allconferencealert.com/
- https://www.worldconferencealerts.com/
ინფორმაცია გრანტების შესახებ:
- სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- აშშ საელჩოს საგრანტო კონკურსები
- EUROPEAN RESEARCH COUNCIL
- HORIZON 2020
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
- NATO–ს სამეცნიერო პროგრამა
- შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
- გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD –Deutscher Akademischer Austauschdienst)
- ევრაზიის ფონდი
- ალექსანდრე ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt Stiftung)
- მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის ამერიკული ასოციაცია (AAAS)
- ჰანს ზაიდელის ფონდი
- ჰანს ბიოკლერის ფონდი
- ჰენრიხ ბიოლის ფონდი
- ევროპული პოსტდოქტორული ინსტიტუტი მათემატიკური მეცნიერებებისთვის (EPDI)
- კვლევებისა და გაცვლის საერთაშორისო საბჭო (IREX)
- ჯონ დ. და კეტრინ ტ. მაკარტურების ფონდი
- სამეფო საზოგადოების გაცვლითი პროგრამები
- შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია
- Volkswagen ფონდი
- ვუდროუ ვილსონის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრი
- ევროპული თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროში ( COST)
- საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IIE)
- საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდამჭერი ინსტიტუტი (ISAR)
- სოროსის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა
- მეცნიერების მხარდამჭერი იაპონური საზოგადოება ( JSPS )
- კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი
- კვლევების ეროვნული საბჭო (OIA)
- ოტო ბენეკეს ფონდი
- როტარიანული ფონდი
- საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ცენტრი
- Charities Aid Foundation (CAF) - საქველმოქმედო ფონდი
- გერმანული სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება (DFG)
- ფრიდრიხ ებერტის ფონდი
- ფულბრაიტის პროგრამა
- EUREKA - ევროპული სააგენტო სამეცნიერო თანამშრომლობისათვის
- ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN)
- საერთაშორისო ორგანიზაცია - ფორდის ფონდი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!
ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის უნივერსიტეტებთან!
2014 წლის 8 ოქტომბერს გამოცხადდა Erasmus+ ახალი საგრანტო კონკურსი, რომელიც საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტთა ახალ პარტნიორულ ურთიერთობას შეუწყობს ხელს.
თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ამ კონკურსში და დასაწყისისთვის როგორც პირველად მონაწილემ ამ ევროპულ საგანმანათლებლო პროექტში, მიიღო ერთი სტუდენტის ადგილი, რაც ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი უნივერსიტეტისთვის. ჩვენ, როგორც ამ კონკურსის გამარჯვებულს, შეგვიძლია სტუდენტთა მობილობის განხორციელება 2015 წლიდან ევროპის უნივერსიტეტებში.
რა არის Erasmus+ პროგრამა
Erasmus+ პროგრამა გაძლევთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის საშუალებას.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუდენტს და კურსდამთავრებულს (მაგ. ბაკალავრს, რომელსაც მაგისტრატურაში სურს სწავლის გაგრძელება). პროგრამის ფარგლებში დაშვებულია მობილობა 1-2 სემესტრით, ან სრული აკადემიური პროგრამის ხანგრძლივობით (მაგ. მაგისტრებისათვის).
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
თუ თქვენ უკვე მიღებული გაქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მაშინ Joint Master Degree Programmes ფარგლებში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ინდივიდუალურ კონკურსში. ეს პროგრამა (ყოფილი Erasmus Mundus Action 1a) გთავაზობთ სრულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საშუალებას. განაცხადი იგზავნება პირდაპირ პროგრამის მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში.
გისურვებთ წარმატებებს!
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ: +995 32 254 59 08
ელ-ფოსტა: international@thu.edu.ge