ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 
 
I სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში

I სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში

27 დეკემბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით - „I სტუდენტური კონფერენცია ნეირომეცნიერებებში“, რომელიც ეძღვნება ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, ივანე ბერიტაშვილის მიერ, თსუ-ში პირველი ლაბორატორიის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და მის 135 წლის იუბილეს. კონფერენციაში მონაწილეთა გამორჩეული ნაშრომები, რომლებიც შეფასდება კომპეტენტური ჟიურის მიერ, დაიბეჭდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და საქართველოს ექიმთა ასოციაციის საერთო ჟურნალში „Translational and Clinical Medicine – Georgian Medical Journal”.

 
ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ

ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ

2019 წლის 9 ოქტომბერს 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კონსულტანტმა მზია მაჩხოშვილმა ჩაატარა ტრენინგი, თემაზე: „სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ“.

 
ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ

ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ

2019 წლის 2 ოქტომბერს 13:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორმა იამზე თაბორიძემ ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ“.

 
ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ

ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ

2019 წლის 9 ოქტომბერს 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კონსულტანტი მზია მაჩხოშვილი ჩაატარებს ტრენინგს, თემაზე: „სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ“. გთხოვთ მობრძანდეთ საკონფერენციო დარბაზში (ოთახი N 15) პატივისცემით, კვლევებისა და განვითარების ცენტრი - იამზე თაბორიძე, გივი მაკალათია

 
ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ

ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ

2019 წლის 2 ოქტომბერს 13:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თაბორიძე ჩაატარებს ტრენინგს, თემაზე: „საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ“. გთხოვთ მობრძანდეთ საკონფერენციო დარბაზში (ოთახი N 15) პატივისცემით, კვლევებისა და განვითარების ცენტრი - იამზე თაბორიძე, გივი მაკალათია

 
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი!

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი!

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი! ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლია საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღისათვის 30 წლამდე ასაკის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტიდან (ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით); იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში: 1) მათემატიკური მეცნიერებები 2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 4) საინჟინრო მეცნიერებები; 5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. მაგისტრანტებისათვის: დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან; კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 900 ევროს ექვივალენტს ლარში. დოქტორანტებისათვის: დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით; კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 1400 ევროს ექვივალენტს ლარში; პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2019 წლის 2 სექტემბრიდან - 15 ოქტომბრის 16:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: juelich@rustaveli.org.ge ბ) ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2019 წლის 16 ოქტომბრის 16:00 საათამდე, დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://www.rustaveli.org.ge/…/gamotskhadda-fondisa-da-iuli… კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია

 
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“

2020 წლის 26-27-28 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში და იყალთოს აკადემიაში (სამონასტრო კომპლექსში) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“ კონფერენცია ეძღვნება აკაკი წერეთლის დაბადების 180 წლისთავს. კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები: 1. ლანდშაფტის ეკოლოგია და გარემოს დაცვა 2. ფიზიკურ-ქიმიური და კოსმოსური ეკოლოგია 3. ბიოსამედიცინო ეკოლოგია 4. საინჟინრო და სასურსათო ეკოლოგია 5. სულიერი სამყაროს ეკოლოგია 6. ტურიზმი და ეკოლოგია კონფერენციის ჩატარების დრო - 2020 წელი, 26-27-28 სექტემბერი კონფერენციის ჩატარების ადგილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზი, თბილისი, რუსთაველის ქ. №52; იყალთოს აკადემია (სამონასტრო კომპლექსი), თელავის რაიონი, სოფელი იყალთო. კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული, ინგლისური. კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2019 წლის 31 დეკემბრამდე წარმოადგინოთ: - სარეგისტრაციო ბარათი (თანდართული ფორმით); - სტატიის ტექსტის ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია; - საორგანიზაციო ხარჯების თანხის გადახდის ქვითარი; - საორგანიზაციო შენატანი - 100 ლარი. უცხოელი სტუმრებისთვის: 100 აშშ დოლარი დამატებითი ინფორმცია იხილეთ ბმულზე: https://www.tsu.ge/…/administration/departments/pr/news/By…/ კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია

 
მეექვსე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2018 „ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“

მეექვსე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2018 „ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2019 წლის 13-14 ოქტომბერს გაიმართება აკადემიკოს ლეო ჩიქავას დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი მეექვსე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2018 „ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ“. კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში "ბიზნეს–ინჟინერინგი". მსურველებმა სტატიები უნდა გააგზავნონ: iec@gtu.ge კონფერენციაში მონაწილეობის თანხის გადახდის ბოლო ვადაა 25 სექტემბერი. კონფერენციის ჩატარების თარიღი: ოქტომბერი 11-12, 2019 დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.iec.gtu.ge/index.php კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია

 
სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაში წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერების ჟურნალში(SADAB). კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, რუსული, ქართული, თურქული. აბსტრაქტების ჩაბარების ვადა - 5ოქტომბერი კონფერენციაზე რეგისტრაციის და თანხის გადახდის ბოლო ვადა - 7 ოქტომბერი საკონფერენციო პროგრამა - 8 ოქტომბერი თეზისების წიგნის გამოცემა - 30 ოქტომბერი სტატიის ჩაბარების ვადა - 27 ნოემბერი ნაშრომების კრებულის წიგნად გამოცემა - 15 დეკემბერი დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://sadabsempozyum.org/georgia/ka/callingeorgian/ კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია

1 2 3
 
სასარგებლო ბმულები