ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 
 
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019

2019 წლის 28 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო. ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ კურსდამთავრებულთა მშობლებიც. სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ტრადიციული ქუდების აყრით დამთავრდა, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, სასიამოვნო მუსიკალური პროგრამის თანხლებით. დამსწრე საზოგადოებისათვის დღე ემოციურად და შთამბეჭდავად დასრულდა. სრული ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://drive.google.com/open?id=1sZm7v1IJ7oTTGZJ-uLB0OhYbc1YPZdSj

 
 საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა სამართლის ფაკულტეტზე

2019 წლის 6 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა კურსდამთავრებულებს მიულოცა სწავლის დასრულება და სამართლის ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.

 
ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში

ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში

2019 წლის 24 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში". შეხვედრას უძღვებოდა „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების, საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმი ნეიროქირურგი ალექსანდრე შულაია.

 
ტრენინგი: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში

ტრენინგი: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში

2019 წლის 14 ივნისს 2 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში". შეხვედრას უძღვებოდა „კარიერის დაგეგმვის ცენტრის“ ფსიქოლოგი, კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტი - მერი ტარიელაშვილი.

 
საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში!

საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში!

2019 წლის 14 ივნისს 2 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვევიან „კარიერის დაგეგმვის ცენტრის“ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. შეხვედრას გაუძღვება ფსიქოლოგი, კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტი მერი ტარიელაშვილი.

 
თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

2019 წლის 27 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური ბატონმა ანესტასმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ვიზიტის დროს ინტერესი გამოთქვა საგანმანათლებლო სწავლების პროგრამის გაცნობის თაობაზე. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო პერსპექტივა ურთიერთანამშრომლობისა და ერთობლივი სამომავლო გეგმების განხორციელების შესახებ.

 
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე

პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე

2019 წლის 24 მაისს 14:00 საათზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა სტუდენტთათვის წარმატებული კარიერის დაგეგმვის კუთხით. შეხვედრას გაუძღვა ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი ირმა ბარბაქაძე.

 
კომპანია

კომპანია "გეფა"-ს შეხვედრა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებთან

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით 2019 წლის 23 მაისს 13:00 საათზე კომპანია "გეფა" შეხვდა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელთაც კომპანიის ხელმძღვანელობამ შეთავაზა დასაქმება "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" აფთიაქებში.

 
მასტერ კლასი: მოტივაცია და წარმატებული კარიერა

მასტერ კლასი: მოტივაცია და წარმატებული კარიერა

2019 წლის 8 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა მასტერ კლასი "გზა წარმატებული კარიერის განვითარებისაკენ". შეხვედრას უძღვებოდა ეკონომიკის ექსპერტი "Hrlab" დამფუძნებელი დავით კიკვიძე, რომელმაც სტუდენტებთან ისაუბრა მათთვის საინტერესო თემაზე - "მოტივაცია და წარმატებული კარიერა".

1 2
 
სასარგებლო ბმულები