- საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერება თჰუ-ს ერთ-ერთი მიმდინარე გამოწვევაა. 2013-2018 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ორიენტირებული იყო საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე. 2013 წელს საერთაშორისო მემორანდუმები გაფორმდა ევროპის უნივერისტეტებთან - შიაულაის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი) და დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა).
- 2015 წლიდან თჰუ-ში ფუნქციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს თჰუ-სა და უცხოური პარნტიორებისა და უნივერსიტეტების საქმიანი ურთიერთობების კოორდინაციას.
- 2013-2018 წლებში გაფართოვდა საერთაშორისო კონტაქტები, თუმცა ქმედითი შედეგების მისაღებად თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი 2019-2025 წლების სტრატეგიული გეგმის მიხედვით გეგმავს გააძლიეროს ინტერნაციონალიზაციის პროცესი. 2019 წელს უნივერსიტეტმა შეიმუშავა ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, და განსაზღვრა ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობი მექანიზმები უნივერსიტეტის ფორმისა და ფუნქციების შესაბამისად.
- თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ინტერნაციონალიზაციას განიხილავს, როგორც ინსტრუმენტს:
- ორგანიზაციული განვითარებისათვის;
- ხარისხის უზრუნველყოფისთვის;
- საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისათვის;
- სამეცნიერო კვლევების განვითარებისათვის;
- პერსონალისა და სტუდენტების განვითარებისათვის.
- ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის სფეროში უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
- უზრუნველყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობის მაღალი ხარისხი;
- განავითაროს პერსონალი და ინტერნაციონალიზაციის პროცესი წარმართოს სწორად შერჩეული ჩართული პირების საშუალებით (ენის კარგი ცოდნით, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარით, საუკეთესო საკომუნიკაციო თვისებებით, პროექტების მართვის გამოცდილებით, სწავლისა და ინოვაციების ძიების უნარით);
- ხელი შეუწყოს პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას;
- ხელი შეუწყოს მუდმივი საერთაშორისო კონტაქტებისა და თანამშრომლობის განვითარებას;
- უზრუნველყოს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ინფორმაციის რეგულარული და გონივრულ ვადაში მიღების შესაძლებლობა (ინგლისურ ენაზე).