ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

-   საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერება თჰუ-ს ერთ-ერთი მიმდინარე გამოწვევაა. 2013-2018 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა ორიენტირებული იყო საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე. 2013 წელს საერთაშორისო მემორანდუმები გაფორმდა ევროპის უნივერისტეტებთან - შიაულაის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი) და დონეცკის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა).

-   2015 წლიდან თჰუ-ში ფუნქციონირებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს თჰუ-სა და უცხოური პარნტიორებისა და უნივერსიტეტების საქმიანი ურთიერთობების კოორდინაციას.

-   2013-2018 წლებში გაფართოვდა საერთაშორისო კონტაქტები, თუმცა ქმედითი შედეგების მისაღებად თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი 2019-2025 წლების სტრატეგიული გეგმის მიხედვით გეგმავს გააძლიეროს ინტერნაციონალიზაციის პროცესი. 2019 წელს უნივერსიტეტმა შეიმუშავა ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, და განსაზღვრა ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობი მექანიზმები უნივერსიტეტის ფორმისა და ფუნქციების შესაბამისად.

-   თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ინტერნაციონალიზაციას განიხილავს, როგორც ინსტრუმენტს:

  •  ორგანიზაციული განვითარებისათვის;
  •  ხარისხის უზრუნველყოფისთვის;
  •  საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისათვის;
  •  სამეცნიერო კვლევების განვითარებისათვის;
  •  პერსონალისა და სტუდენტების განვითარებისათვის.

-   ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის სფეროში უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

  •  უზრუნველყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობის მაღალი ხარისხი;
  •  განავითაროს პერსონალი და ინტერნაციონალიზაციის პროცესი წარმართოს სწორად შერჩეული ჩართული პირების საშუალებით (ენის კარგი ცოდნით, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარით, საუკეთესო საკომუნიკაციო თვისებებით, პროექტების მართვის გამოცდილებით, სწავლისა და ინოვაციების ძიების უნარით);
  •  ხელი შეუწყოს პერსონალისა და სტუდენტების საერთაშორისო მობილობას და უცხოელი სტუდენტების მოზიდვას;
  •  ხელი შეუწყოს მუდმივი საერთაშორისო კონტაქტებისა და თანამშრომლობის განვითარებას;
  •  უზრუნველყოს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ინფორმაციის რეგულარული და გონივრულ ვადაში მიღების შესაძლებლობა (ინგლისურ ენაზე).

 

იხილეთ თჰუ-ს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა  

 
სასარგებლო ბმულები