ეთიკური ქცევის წესები, პლაგიატისგან თავის არიდება და სტუდენტის ვალდებულებები
1. სტუდენტი ვალდებულია დაიცვას უნივერსიტეტში მოქმედი შიდარეგულაციური წესები, სასწავლო დისციპლინა და საკუთარი ქცევით ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში იმიჯის ამაღლებას.
2. სტუდენტი უნდა მოუფრთხლდეს უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკურ ფასეულობებს, საბიბლიოთეკო ფონდებს, კომპიუტერებს და ა.შ.
3. სტუდენტს ეკრძალება:
ა) არაფხიზელ მდგომარეობაში უნივერსიტეტში ყოფნა;
ბ) ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება.
4. სტუდენტის მიერ სტუდენტური ეთიკის ნორმების დარღვევად ჩაეთვლება, შემდეგი ქმედებები:
ა) სხვა სტუდენტებთან უცენზური ვერბალურ კამათში შესვლა;
ბ) სხვა სტუდენტებთან ფიზიკური კონფლიქტების წამოწყება ან/და ასეთ კონფლიქტში ჩაბმა;
გ) უცენზურო ლექსიკის გამოყენება უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელებში;
დ) მეცადინეობაზე მობილური ტელეფონით სარგებლობა;
ე) მეცადინეობებზე ისეთი ქცევა, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესის მონაწილეებს – ლექტორს, სხვა სტუდენტებს;
ვ) აკადემიური პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;
ზ) ადმინისტრაციული პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;
თ) დამხმარე პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;
ი) სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესს, აკნინებს მას ან უნივერსიტეტის იმიჯს;
კ) თამბაქოს შეზღუდვის წესის დარღევა.
5. სტუდენტს ეკრძალება სასწავლო აქტივობისას სხვისი ნაშრომის გამოყენება (პლაგიატი), გადაწერა (ე.წ. „შპარგალკის“ გამოყენება) ან კარნახი – ცოდნის შემოწმების პროცესში. ამ დაუშვებელი ხერხების გამოყენებით წარმოდგენილი ნაშრომი არ ექვემდებარება შეფასებას.
პრეზენტაცია - პლაგიატი
საუნივერსიტეტო რეგულაცია http://thu.edu.ge/uploads/files/wesebi/Plagiati.pdf
ა) გაფრთხილება (ძირითადი);
ბ) მკაცრი გაფრთხილება (ძირითადი);
გ) მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა (დამატებითი);
დ) უკანასკნელი გაფრთხილება (ძირითადი - 1 სასწავლო სემესტრის მანძილზე – განმეორებითი დარღვევისას, გაფრთხილების ან მკაცრი გაფრთხილების შემდეგ);
ე) სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა (უნივერსიტეტიდან გარიცხვა) – გამოიყენება უკიდურესად მძიმე ან უხეში დარღვევისას, რა დროსაც სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, შეუძლებელს ხდის სხვათა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ან/და სასწავლო პროცესის წარმართვას.
სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის საქმის წარმოების პერიოდში სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეზღუდვის, როგორც დროებითი ღონისძიების გამოყენება დაიშვება, თუ მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობა საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას, სასწავლო პროცესის წარმართვას; სტუდენტის სასწავლო პროცესთან დაშვების დროებითი შეზღუდვა შესაძლებელია სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით.
1. აკრძალულია შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოხმარება/მოწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება.
2. შენობა-ნაგებობა ამ აქტში გამოიყენება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული მნიშვნელობით.
3. შენობა-ნაგებობების ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე.
4. თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დარღვევა, გამოიწვევს დამრღვევის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დარღევვას შედეგად მოჰყვა კომპანიის დაჯარიმება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლის შესაბამისად, გამოიწვევს დამატებით დამრღვევის პასუხისმგებლობას დაჯარიმების ფორმით (მაგალითად, ხელფასიდან შესაბამისი თანხის დაკავებით ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობის თანხის დასაფარად).
სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებული კითხვები
აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვები
სასწავლო პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ:
ნანა ბიჩენოვი:
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
ტელ.: 597 540 096
ელ. ფოსტა: nanabichenovi86@gmail.com
ოთახი: N2
ეთერ ირემაძე:
სამართლის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი
ტელ.: 579 540 045
ოთახი: N22
ანა პაპავა (ქართული სექტორი)
ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი
ტელ.: 577 587 776
ოთახი: N27
თათია ბართავა (რუსული სექტორი)
ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი
ტელ.: 598 159 084
ოთახი: N27
გაიანე გრიგორიანი
ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი
ტელ.: 579540033
ოთახი: N5
ნატო გიუნაშვილი
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი
ტელ.: 574 100 005
ოთახი: N23
სწავლის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სტუდენტი იხდის მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის ნაწილს. აბიტურიენტმა, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად, სწავლის დაწყებამდე 10 დღით ადრე უნდა გადაიხადოს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის ნაწილი. დარჩენილ თანხას აბიტურიენტი/სტუდენტი ფარავს სემესტრის დასრულებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს სემესტრული გადასახადის ნაწილის გადახდას 10 სამუშაო დღის ვადაში, შესაძლებელია განხილულ იქნეს თანხის ეტაპობრივად გადახდის საკითხი. ამისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს.
სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისებთან დაკავშირებული კითხვები
სოციალურად მოწყვლადი, მაღალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით უნივერსიტეტს დაწესებული აქვს სტიპენდია.
სტიპენდია ინიშნება ყოველ სემესტრში წინა სასწავლო სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე. შერჩევას ახორციელებს ფაკულტეტის საბჭო, რის შედეგადაც გამოიცემა რექტორის ბრძანება.
სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, შესაძლებელია მოიპოვონ შეღავათი სასწავლო ტარიფის შემცირების სახით, რომლის ოდენობაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად, რექტორის მიერ ბრძანების გამოცემის გზით.
შეფასებასთან და გამოცდებთან დაკავშირებული კითხვები
შეფასების საერთო ქულა არის 100; შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) შუალედური შეფასებ(ებ)ის ხვედრითი წილი შეადგენს ჯამურად 60 ქულას (60%), ხოლო დასკვნითი შეფასებიდ ხვედრითი წილია 40 ქულა (40%).
უნივერსიტეტში მოქმედებს შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც უშვებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
91-100 ქულა - (A) ფრიადი
81-90 ქულა - (B) ძალიან კარგი
71-80 ქულა - (C) კარგი
61-70 ქულა - (D) დამაკმაყოფილებელი
51-60 ქულა - (E) საკმარისი
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
41-50 ქულა (FX) ვერ ჩააბარა (სტუდენტს ეძლევა უფლება დამატებით გამოცდაზე გავიდეს)
40-0 ქულა (F) სტუდენტის ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და საგანი ახლიდან უნდა შეისწავლოს.
ა) დოკუმენტურად დადასტურებული ავადმყოფობა;
ბ) სასწავლო მივლინებაში ყოფნა, რაც დადასტურებულია თჰუ რექტორის ბრძანებით;
გ) საჯარო, მათ შორის, სასამართლო დაწესებულებებში გამოცხადების კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება;
დ) სხვა საპატიო მიზეზი (მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევა, ოჯახური ძალადობის ფაქტი და სხვ.), რომელიც ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს დეკანისა და სასწავლო დისციპლინის ლექტორის მიერ.
მიღებული შეფასების გასაჩივრების 2 ეტაპი არსებობს: 1. ლექტორთან მიმართვის საფუძველზე ნაშრომის თავიდან გასწორება; 2. სააპელაციო საჩივრის კომისიის მიერ განხილვა.
1. ლექტორთან მიმართვის საფუძველზე ნაშრომის თავიდან გასწორება: შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასება სტუდენტის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს შეფასების თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან 48 საათში სტუდენტის პერსონალური გვერდის გამოყენებით ელექტრონულად ან ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორთან შესაბამისი წერილობითი განცხადების შეტანის გზით; ფაკულტეტი სტუდენტის მოთხოვნისთანავე ვალდებულია შუალედურ ან/და დასკვნით შეფასებაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მიმართვიდან 24 საათისა, უზრუნველყოს სტუდენტისათვის მის მიერ შესრულებული და ლექტორის მიერ გასწორებული ნაშრომის გაცნობა; სტუდენტის საჩივარი რეაგირებისათვის გადაეცემა სასწავლო დისციპლინის წამყვან ლექტორს (გამსწორებელს) განსახილველად საჩივრის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში; გამსწორებელი ვალდებულია საჩივრის მიღებიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილოს საჩივარი და საგამოცდო ნაშრომის ხელმეორედ შემოწმების გზით მიიღოს შემდეგი ერთ-ერთი გადაწყვეტილება:
ა) საჩივარი არ დააკმაყოფილოს;
ბ) საჩივარი დააკმაყოფილოს სრულად (აამაღლოს ქულა, მოთხოვნილი ოდენობით);
გ) საჩივარი დააკმაყოფილოს ნაწილობრივ (აამაღლოს ქულა ნაწილობრივ);
2. სააპელაციო საჩივრის კომისიის მიერ განხილვა: იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ ეთანხმება გამსწორებელი ლექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია დაწეროს სააპელაციო საჩივარი; სააპელაციო საჩივარის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ფაკულტეტის დეკანი ქმნის სააპელაციო საჩივრის განმხილველ კომისიას არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი - თავად გამსწორებელი ლექტორია, ხოლო სააპელკაციო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შეიძლება იყოს: ფაკულტეტის დეკანი, დეკანის მოადგილე, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. სააპელაციო კომისიის მესამე წევრი აუცულებლად უნდა იყოს იმ პროფილის სპეციალისტი, რა პროფილის საგანშიც გასაჩივრებულია შუალედური/დასკვნითი შეფასება; სააპელაციო კომისია ზემოთ განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით, 48 საათის განმავლობაში; კენჭისყრისას კომისიის არც ერთ წევრს არ აქვს თავის შეკავების უფლება; სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება სტუდენტს ეცნობება სტუდენტის პერსონალური გვერდის მეშვეობით ელექტრონულად, ხოლო თუ იგი ესწრება სააპელაციო კომისიის სხდომას, სააპელაციო კომისიის სხდომაზე, გამოცხადებით. გამოცხადებული გადაწყვეტილება აისახება საგამოცდო უწყისში.
სტატუსის მოპოვება/შეჩერება/შეწყვეტა
სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:
ა) აკადემიური შვებულება, რომელიც სტუდენტს ეძლევა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლისა, უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უცხოეთში სწავლის ვადით (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა); უცხოეთში სწავლა დადასტურდებულ უნდა იქნას დოკუმენტურად, სემესტრულად;
ბ) სავალდებულო სამხედრო სამწყობრო სამსახურში გაწვევის გამო (სათანადო დოკუმენტით დადასტურებული);
გ) დოკუმენტურად დადასტურებული ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში;
დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, სტუდნეტის განცხადების საფუძველზე;
ე) ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, შესაბამისი სემესტრის ვადით;
ვ) სტუდენტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობის/პირობების, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების (სწავლის საფასურის გადაუხდელობა) დარღვევის შემთხვევაში;
ზ) თუ გაუქმდა ან შეიცვალა თჰუ-ში რეალიზებული ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სტუდენტიც არის პირი, უნივერსიტეტის მხრიდან მისი შემდგომი განათლების უზრუნველყოფით, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად;
თ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმკვეთის ღონისძიებად შეფარდებულია ისეთი საშუალება, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ან თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში;
ი) ზედიზედ 4 სასწავლო კვირის მანძილზე, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;
კ) საგანმანალთელბლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო სასწავლო დისციპლინის მესამედ გავლის, უარყოფითი შეფასების მიღებისა და სასწავლო დისციპლინაში შესაბამისი კრედიტების მოუპოვებლობის შემთხვევაში, თჰუ-ს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და სხვა უსდ-ში მობილობით გადასვლის წინადადების მიცემით, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
ბ) პირადი განცხადება;
გ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტატუსის შეჩერება;
დ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკური და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება, რასაც მოჰყვა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული პროცედურები სტუდენტის სტატუსის შესაწყვეტად;
ე) გარდაცვალება ან ასეთად სასამართლოს მიერ ცნობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.
სტატუსშეჩერებული/სტატუსშეწყვეტილი სტუდენტი უფლებამოსილია საკუთარი განცხადების საფუძველზე ან/და სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულებასა და შინაგანაწესთან;
სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხორციელდება იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა/შეუწყდა სტუდენტის სტატუსი;
სტუდენტის სტატუსის აღდგენა სემესტრის მიმდინარეობისას პირადი განცხადების საფუძველზე, დაიშვება სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმფხვრის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მიმდინარე სემესტრის ფარგლებში აკადემიური შედეგების მიღწევა.
მობილობასთან დაკავშირებული კითხვები
https://eqe.ge/geo/faq/category/12
მობილობის მსურველი პირი სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს წარუდგენს მის სახელზე გაცემულ ნიშნების ფურცელს, რომელშიც მითითებული იქნება მის მიერ გავლილი სასწავლო კურსების სახელწოდება, კრედიტების რაოდენობა და მიღებული შეფასება. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ნიშნების ფურცელს გადასცემს ფაკულტეტის დეკანს.
შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და თჰუ-ს მიმღები ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა:
ა) მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად;
ბ) თუ ერთი და იგივე სასწავლო კურსისთვის თჰუ-ს მიმღები ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულია იგივე ან ნაკლები ECTS კრედიტი მცირედი სხვაობით, ვიდრე იმ უსდ-ს პროგრამით, საიდანაც გადმოდის სტუდენტი;
დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული თავისუფალი კრედიტების ფარგლებში;
იმ შემთხვევაში, თუ მობილობის მსურველმა პირმა უნივერსიტეტს წარუდგინა ისეთი საგანამანათლებლო პროგრამა, რომელიც არ არის შესრულებული ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისად, უნივერსიტეტის შესაბამისი (მიმღები) ფაკულტეტის კომისია უფლებამოსილია მობილობის მსურველ პირს მოსთხოვოს ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი წარდგენა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით თვითონ გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით და მოახდინოს გადაყვანა შემდეგი წესების დაცვით:
ა) თუ საგანმანათლებლო პროგრამა შესრულებულია ასტონომიულ საათებში, ცალკეული საგნის საერთო რაოდენობა მრავლდება 3-ზე და იყოფა ერთი კრედიტის ექვივალენტზე საათებში, ანუ 25-ზე. მაგ., თუ ასტრონომიულ საათებში საგნის დატვირთვა შეადგენს 60 საათს, ის მრავლდება x 3-ზე და იყოფა 25-ზე: 60x3/25=7,2, დამრგვალებით უდრის 7 კრედიტს;
ბ) თუ სტუდენტის მიერ სხვა უსდ-ში მიღებული შეფასება შეესაბამება 5-ბალიან სისტემას, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა 100 - ქულიან შეფასების სისტემაზე შემდეგი პრინციპით: შეფასება 5 /ფრიადი/ პირობითად ჩაითვალოს – A 91 (ფრიადი) შეფასებად;
შეფასება 4 /კარგი/ პირობითად ჩაითვალოს მინიმალურ – C 71 (კარგი) შეფასებად;
შეფასება 3 /დამაკმაყოფილებელი/ პირობითად ჩაითვალოს მინიმალურ D 61 (დამაკმაყოფილებელი) შეფასებად;
გ) შეფასება „ჩაეთავალა“–ს გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით: 5 ბალიანი შეფასების სისტემით გამოცდებზე მიღებული შეფასებების 100–ქულიანი შეფასების სისტემაზე მოდიფიცირების შედეგად მიღებული ქულების საერთო ჯამი (შეკრებილი ციფრი), იყოფა ამ სასწავლო დისციპლინების რაოდენობაზე და მიღებული ციფრი ჩაითვლევა „ჩათვლით“ დამთავრებული სასწავლო კურსის შეფასების ეკვივალენტად; მაგ. 81(4)+91(5)+71(4)+71(4)+91(5)+81(4)=486/6=81 (B).