ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

• თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტის სტატუსის მოპოვება  ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების  ან მობილობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

• თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის ან მობილობის საფუძველზე,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის მოსაპოვებლად თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ერთი ან მეტი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა; შიდა საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდა/გამოცდები დგინდება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად;

• თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული სტომატოლოგის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების  სტუდენტის სტატუსის მოპოვება  ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე;

• თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტის ჩარიცხვის (სტუდენტის სტატუსის მოპოვების) აუცილებელი წინაპირობაა უნივერსიტეტთან საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება და ყოველ სემესტრულად ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სემესტრის დამთავრებიდან მომდევნო სემესტრის დაწყებამდე პერიოდში. ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის საჭიროა მომდევნო სემესტრის სწავლების საფასურის სრულად (პირველკურსელთათვის)  ან არანაკლებ 50%–ის გადახდა.

 

სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, მობილობის, სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესები  

საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება (ქართული)  

საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება (ინგლისური)  

საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება (რუსული)  

 
სასარგებლო ბმულები