ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

-  უნივერსიტეტის მართვის ერთ-ერთ ორგანოს წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მუხლი 25-ის მე-4 პუნქტის თანახმად, ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზითა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

-  2013 წლის ავტორიზაციის მიღებიდან თჰუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განვითარების მნიშვნელოვან განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენდა საკანონმდებლო ჩარჩო და  ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები. უნივერსიტეტი ყოველწლიურად ამზადებდა ავტორიზაციის თვითშეფასებას და წარადგენდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ნორმატიული დოკუმენტების, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების, აკრედიტაციის პროცესიდან მიღებული  აკრედიტაციის პირობების მოთხოვნების შესაბამისად ახდენდა საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებას.

-  2013-2018 წლებში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განვითარება ორიენტირებული იყო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. უნივერსიტეტი მუდმივად აახლებს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა ნორმატიულ დოკუმენტაციას  ახალი მოთხოვნებისა და გაუმჯობესებული მიდგომების დანერგვის შესაბამისად.

-  ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განახლებულმა სტანდარტებმა ახალი ბიძგი მისცა თჰუ-ს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექამიზმების განვითარებას. დაწესებულების საქმიანობისა და რესურსების უწყვეტი შეფასება-გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი თჰუ-ს სტრატეგიული განვითარების 2019-2025 გეგმის მიხედვით.

-  უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასების პროცესები, ასევე მართვის ეფექტიანობის შეფასება, დაგეგმილი და გაწერილია ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების გამოყენებითა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აქტიური ჩართულობით (ხშირ შემთხვევაში წარმმართველი როლით).

-  მიმდინარე ეტაპზე გამოწვევაა ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, ხარისხობრივ და თვისობრივ მაჩვენებლებზე ორიენტირება, შეფასებისა და ანალიზის პროცესის განვითარება და ადექვატურად გამოყენება PDCA-ციკლის გამოყენებით.

 
სასარგებლო ბმულები