ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

 

25-26 ივლისს კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „გაზრდილი ტრანსპარენტულობა და ფინანსური ინფორმაციულობა: ახალი შესაძლებლობები აკადემიური სექტორისა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობისთვის“

 

თემატიკა:

  • ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმა საქართველოში;
  • ბუღალტერიისა და აუდიტის პროფესია;
  • ინფორმაციის როლი ფინანსებში;
  • ინფორმაციის ასიმეტრიულობა;
  • კაპიტალის ბაზრის კვლევა;
  • რისკთან დაკავშირებული საკითხები;
  • ფინანსური ინფორმაციის ხარისხი;
  • აუდიტის ხარისხი;
  • საერთაშორისო ფინანსური სტანდარტების შემოღება;
  • საპენსიო რეფორმა საქართველოში და სხვა.

 

სამუშაო ენა: ინგლისური (ქართული ენის დაშვების უფლებით).

 

კონფერენციაზე დასწრებისა და სტატიების წარდგენის მსურველებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე:(https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeTXyFUe4FRBqgdoDWhtqnj1dkDcgX144cV8bCR4LL52HqpDg/viewform)

აბსტრაქტების/სრული სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ივლისი. (მისამართი:epirveli@cu.edu.ge). ადრეულ განაცხადებს მიენიჭებათ უპირატესობა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.cu.edu.ge/ka/information-column/pirveli-saertashoriso-sametsniero-praktikuli-konferentsia-1


პატივისცემით

კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია

უკან
 
სასარგებლო ბმულები