ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

2020 წლის 26-27-28 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში და იყალთოს აკადემიაში (სამონასტრო კომპლექსში) ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“


კონფერენცია ეძღვნება აკაკი წერეთლის დაბადების 180 წლისთავს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
1. ლანდშაფტის ეკოლოგია და გარემოს დაცვა
2. ფიზიკურ-ქიმიური და კოსმოსური ეკოლოგია
3. ბიოსამედიცინო ეკოლოგია
4. საინჟინრო და სასურსათო ეკოლოგია
5. სულიერი სამყაროს ეკოლოგია
6. ტურიზმი და ეკოლოგია


კონფერენციის ჩატარების დრო - 2020 წელი, 26-27-28 სექტემბერი
კონფერენციის ჩატარების ადგილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზი, თბილისი, რუსთაველის ქ. №52; იყალთოს აკადემია (სამონასტრო კომპლექსი), თელავის რაიონი, სოფელი იყალთო.
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2019 წლის 31 დეკემბრამდე წარმოადგინოთ:
- სარეგისტრაციო ბარათი (თანდართული ფორმით);
- სტატიის ტექსტის ამონაბეჭდი და ელექტრონული ვერსია;
- საორგანიზაციო ხარჯების თანხის გადახდის ქვითარი;
- საორგანიზაციო შენატანი - 100 ლარი. უცხოელი სტუმრებისთვის: 100 აშშ დოლარი


დამატებითი ინფორმცია იხილეთ ბმულზე: https://www.tsu.ge/…/administration/departments/pr/news/By…/


კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები