ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსი!


ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.


კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლია საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღისათვის 30 წლამდე ასაკის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტიდან (ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით);


იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ სამეცნიერო სფეროებში:
1) მათემატიკური მეცნიერებები
2) საინფორმაციო ტექნოლოგიები;
3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
4) საინჟინრო მეცნიერებები;
5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები.


მაგისტრანტებისათვის:
დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან;
კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 900 ევროს ექვივალენტს ლარში.


დოქტორანტებისათვის:
დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით;
კვლევითი სტაჟირებისათვის ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) შეადგენს 1400 ევროს ექვივალენტს ლარში;


პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია – 2019 წლის 2 სექტემბრიდან - 15 ოქტომბრის 16:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: juelich@rustaveli.org.ge
ბ) ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2019 წლის 16 ოქტომბრის 16:00 საათამდე,


დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.rustaveli.org.ge/…/gamotskhadda-fondisa-da-iuli…


კვლევებისა და განვითარების ცენტრი - ია თაბორიძე, გივი მაკალათია

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები