ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე,- "ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები". ტრენინგს უძღვებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები. მიღებული ინფორმაცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევები. 

შეხვედრაზე განიხილეს თემები:

·  როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში

·  როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას

·  როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან

·  როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები