ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ელექტრონული სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მიიღო გადაწყვეტილება ციფრული Zoom პლატფორმის სარგებლობის შესახებ. 

აღნიშნული პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესებულების თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს  ჩაუტარდათ  შესაბამისი ტრენინგი. 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას სხვადასხვა სასწავლო აქტივობების ონლაინ განხორციელების თაობაზე.
კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები