ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

თჰუ შენობაში  პირბადის ტარების წესის დარღვევის თაობაზე


თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის შესაბამისად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 -მუხლის შესაბამისად

ვბრძანებ:

1. სავალდებულოა თჰუ  შენობაში (დახურულ სივრცეში) მყოფი პირებისათვის პირბადის ტარება;

2. იმ შემთხვევაში, თუ თჰუ როგორც იურიდიული პირი დაჯარიმდება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესის დარღვევისათვის თანამშრომელთა მიერ პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, ჯარიმის საფასური დაექვითება კანონის დამრღვევ თანამშრომელს ხელფასიდან;

3. აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული წესი გავრცელდეს  თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებზე;

4. დაევალოს თჰუ ადამიანური რესურსების სამსახურს აღნინშული ბრძანებით გათვალსიწინებული წესების გაცნობა თჰუ პერსონალისთვის;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში;

6. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თჰუ იურიდიული სამსახურის უფროსს (ნ.დუდაშვილი);

7. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს თჰუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

ვალენტინა საყვარელიძე

რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები