ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

25 და 26 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (ფრანკფურტ ოდერი, გერმანია) კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის (Viadrina Center for Graduate Studies at Europa-Universität Viadrina) მიერ გამართულ ონლაინ ვორკშოპში, თემაზე: „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი მეცნიერებაში“.


აღნიშულ ღონისძიებაზე პროფ. ნონა გელიტაშვილი მიწვეული გახლდათ, როგორც ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის კვლევითი პროექტის მონაწილე. ვორკშოპში მონაწილეობდნენ აგრეთვე ფრანკფურტისა და ბერლინის უნივერსიტეტების ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევარები. ვორკშოპი წარიმართა დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის ფორმატში. ვორკშოპის ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა შესაძლებლობა მისცა პროფ. ნონა გელიტაშვილს, გაეფართოვებინა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის არეალი, ასევე გაემდიდრებინა ცოდნა სამეცნიერო კვლევების ორგანიზების მიმართულებით.  ვიადრინას კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის მიერ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ონლაინ შეხვედრა, რომლებიც მიეძღვნება ვორშკოპებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვისა და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების განხილვას.

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები