ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის დავით გეფერიძის თანაავტორობით ახალი სახელმძღვანელო „თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალი“, სადაც განხილულია თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები: საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის ცნებისა და არსის განსაზღვრის პრობლემები, წყაროები, საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის რეგულირების ასპექტები, თანამედროვე ტრანსნაციონალური კორპორაციების შესახებ და სხვა დებულებები საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებთან მიმართებით.

სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მკვლევართათვისა და პრაქტიკოსთათვის, აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის ყველა საფეხურის სტუდენტთათვის. ნაშრომი, ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციების სამართლის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები